სხვადასხვა - Basti Bubu

სხვადასხვა

PostHeaderIcon ალექსანდრას შეკითხვა

მშობიარობის შემდეგ გადაღლილობა და სტრესი როგორ უნდა დავძლიო დატვირთული რეჟიმის პირობებში. გმადლობთ.

აუცილებლად გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. რაც შეიძლება დიდ ხანს იყავით მზეზე.
გონივრულად გაანაწილეთ საქმე. დღის განრიგი ზუსტად გათვალეთ წინასწარ, ანუ იფიქრეთ იმაზე, რაც შეიძლება ნაკლები ენერგიის დანახარჯით მეტი გააკეთოთ. მესმის,  რთულია, როცა ბავშვი გყავთ, მაგრამ შეეცადეთ, არ მისცეთ თავს უფლება მეტისმეტად გადაიღალოთ – ხშირ-ხშირი და ხანმოკლე  შესვენებების პრინციპით იმოქმედეთ. თან  შეისვენეთ იქამდე, სანამ დაიღლებოდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორმე დაიტოვოთ დრო, თუნდაც მცირე, თქვენთვის სასიამოვნო საქმისთვის თუ სიტუაციისთვის. ამის გამო ნუ იგრძნობთ თვს დამნაშავედ, ნუ იფიქრებთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვით, ბავშვს რამეს მოაკლებთ, პირიქით, დამშვიდებული და ხალისიანი დედა მას უფრო სჭირდება, ვიდრე გადაღლილი და გაღიზიანებული.

PostHeaderIcon 11 წლის ნანუკა

გთხოვთ, დამეხმაროთ. ძალიან მალე მბეზრდება ყველაფერი, როცა რაღაცას ვაკეთებ,არასოდეს მიმყავს
ბოლომდე. აღარ ვიცი რა ვქნა?
 ერთ საგანსა თუ მოვლენას მრავალი კუთხით შეხედე და მაშინ ერთი და იმავე რამ, რაც
 შენ გბეზრდება, გახდება სხვადასხვა.
ის ერთი საქმე კი რომელიც ბოლომდე ვერ მიგყავს, დაყავი პატარა ეტაპებად.

PostHeaderIcon 10 წლის ნინიკო

იცით, ქალბატონო ემა, მე წავიკითხე თქვენი პასუხი…მე ვებრძვი მას, სიზმარშიც კი მესიზმრება, მაგრამ თქვენი რჩევის მიხედვით ვკეთებ ყველაფერს და ვჯობნი  მას. უღრმესი მადლობა :* : * : *: *

მიხარია, თუ დაგეხმარე :)

PostHeaderIcon 7 წლის ნინო

კითხვა მიყვარს ძალიან

ეს ძალიან, ძალიან, ძალიან  კარგია * *  * * * მიხარია :)

PostHeaderIcon ლამარას შეკითხვა

ჩემი შვილი არ მიყვარს.

ძალიან სამწუხაროა.  ასეთ დროს რამოდენიმე ეტაპია გასავლელი.  პირველი –  აღიარება ანუ მტკივნეული რეალობისთვის, სიმართლისთვის თვალის გასწორებაა, რაც  ძალიან რთულია. საბედნიეროდ  თქვენ ეს გადალახული გქვთ, რაც კარგია.  შემდეგ  მიზეზები უნდა მოიძებნოს. აქ უკვე საჭიროა პროფესიონალის დახმარება, ანუ ფსიქოთერაპევტის.

PostHeaderIcon 17 წლის ზუკა

გამარჯობათ! მახასიათებს ასეთი რამ – დიდ ყურადღებას ვაქცევ წვრილმანებს და უმნიშვნელო რამეებზე  ბევრს ვნერვიულობ. როგორ დავაღწიო ამას თავი?

კარგია 17 წლის ასაკში, რომ უკვე გაგიჩნდა აზრი და სურვილი ნაკლები ყურადღება მიაქციო წვრილმანებს და უმნიშვნელო რამეებს.  საერთოდ ადამიანები ცოტა გვიან ხვდებიან ამას, როცა უკვე დიდი დრო და ენერგია აქვთ დახარჯული  და გული წყდებათ ხოლმე(თუმცა მათი მისამართით მინდა ვთქვა, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :) ).

წვრილმანები უნდა გაითვალისწინო, რადგან უბრალოდ ყოფას  მოქავს ეს ყველაფერი, მაგრამ პარალელურად უნდა სცადო და მოახერხო სამყაროს, ცხოვრების მთლიანობაში აღქმა და არ დარჩე ფრაგმენტული, ვიწრო  აღქმის დონეზე. ანუ, იფიქრო ხოლმე უფრო ზოგადად და არ მიეჯაჭვო ვინმეს, ან რამეს. შენი კონკრეტული შემთხვევა განაზოგადე ხოლმე, მაგალითად, ვინმე თუ  მოგექცა არასათანადოდ, შეგიძლია იფიქრო, რომ ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვას, რომ ურთიერთობები არ არის მარტივი, რომ შენს ცხოვრებაში ბევრი სხვა რამეც ხდება ამ კონკრეტული შემთხვევის გარდა და ა.შ. ასეთი ხედვა შეცვლის შენს დამოკიდებულებას უმნიშვნელო მოვლენებისადმი და წვრილმანებიც ნაკლებად შეგაწუხებენ.

PostHeaderIcon 18 წლის კრისტინა

მაქვს დიდი ფანტაზია, როცა რამეს ვკითხულობ, თითქოს რაღაც ახალი შემაქვს ჩემს სამყაროში.

ეს ძალიან კარგია. იმას რა ჯობია, თუ შენი სამყარო მდიდრდება და თნდათან უფრო საინტერესო ხდება. სიცარიელის განცდა ნამდვილად არ გემუქრება :) ასეთი ფანტაზია, შენ როგორც ეძახი, სასარგებლოც კი არის, თუ შეიძლება ასე ითქვას. სინამდვილეშიც, ყოფაშიც  გაგაძლიერებს თანდათანობით. ისე თავსაც კი შეაფარებ, ზოგჯერ, როცა დაგჭირდება :)

გვერდი: 1 -- 212»Top Footer