სწავლის პრობლემა
ნათიას შეკითხვა
მყავს 9 წლის ბიჭი და ძალიან ეზარება სწავლა, სულ ვჩხუბობთ და არ მინდა რომ ხელით შევეხო. არის ძალიან ნერვიული. რა ვქნა, როგორ მოვიქცე?
არცერთი პრობლემის გადაჭრა არ შეიძლება ჩხუბით, ცემით და მით უმეტეს სწავლის პრობლემის. თან, როგორც ამბობთ, ბავშვი ნერვიულია. მას უნდა დეხმაროთ სიზარმაცის დაძლევაში. სიზარმაცეს კი მხოლოდ ინტერესის გაღვივივებით შეიძლება დაუპირისპირდეთ და სხვა არაფრით. ჯერ კარგად გამოიკვლიეთ, დიახ სწორედ, გამოიკვლიეთ თქვენი შვილის შესაძლებლობები, მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, ბავშვის ინტერესები, დღის რეჟიმი, სასწავლო გარემო და ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ გაარკვიეთ დაცულია, თუ არა შესაბამისობა. თუ არ არის, როგორმე დაიცავით. ბავშვს მოსთხოვეთ იმდენი რამდენიც შეუძლია. ხშირად მშობლებს უჭირთ იმის აღიარება, რომ მათ შვილს, შეიძლება არ ქონდეს ნიჭი გარკვეული საგნის მიმართ, რასაც სავალალო შედეგებამდეც კი მივყავართ. არ არსებობენ უნიჭო ბავშვები, მთავარია, დავეხმაროთ მათ, სწორი მიმართულებით იარონ.
როგორმე მოძებნეთ ის სფერო, თუ საგანი, რაც მას მეტად აინტერესებს და უპირველეს ყოვლისა, ეს გაითვალისწინეთ. რაშიც ნაკლები მონაცემები აქვს შეაფასეთ მცდელობისთვს, დახარჯული ენერგიისთვის და არა შედეგისთვის.
და რაც მთავარია, ზოგადად თქვენს შვილთან ურთიერთობას გაუფრთხილდით, მოექეცით ისე, როგორც თქვენგან დამოუკიდებელ პიროვნებას, რომელსაც აქვს უფლება ზოგჯერ ჰქონდეს სისუსტეები. თქვენ, როგორც მშობელი, უბრალოდ უნდა დაეხმაროთ მას ნაკლოვანებების დაძლევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია, ეს მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდეს. მერწმუნეთ, ასეთი მიდგომით უკეთეს შედეგს მიიღებთ.
12 წლის მარიამი
სულ მეზარება სწავლა და რა გავაკეთო? მაქვს ძალიან დიდი ნიჭი, მაგრამ ვერ ვიყენებ რატომღაც სულ მიჯაჭვული ვარ კომპიუტერთან მირჩიეთ რამე, გთხოოოოვთ.
სწავლის დროს არ იფიქრო იმაზე, თუ მაგალითად, ამდენს რა ისწავლის, ან რა ნიშანს მიიღებ, გაგიძახებს თუ არა მასწავლებელი და მსგავს წვრილმანებზე. ეს მოსაბეზრებელია და თან უსიამოვნო .
რომ იცოდე, შესაძლებელია სიამოვნებით ისწავლო, თან გაერთო, ითამაშო.
აი როგორ – წარმოიდგინე, რომ მეცნიერი ხარ იმ სფეროში, რა საგანსაც სწავლობ და ინტერესით შეხედე სასწავლო მასალას და თუ გამოგივა, პირობას გაძლევ, მოხდება პატარა სწაულები —
1. არ დაგეზარება 2. მალე ისწავლი 3. დიდხანს გემახსოვრება 4. უკეთეს ნიშანს მიიღებ.
და საერთოდ ჯობია ფიქრი შეიყვარო, მეტი იფიქრე ზოგადად – კარგად დააკვირდი სხვების ცხოვრებას, არა მარტო შენს გარშემო მყოფების, არამედ, მაგალითად, კარგი იქნება თუ დიდი ადამიანების მეცნიერების, მწერლების, რჟისორების, მსახიობების…. ცხოვრების შესახებ წაიკიხავავ. ამას წესად თუ გაიხდი, მალე დაიწყებ შენს მიზნებზე ფიქრს და თუ ეს ასე მოხდა უკვე, ჩათავალე რომ კარგადაა საქმე.
მიზნები გიშველის!!!! დაისახე მიზნები, მათ მისაღწევად კი, დარწმუნებული ვარ, სწავლა დაგჭირდება.
ასე თუ მოიქცევი, კომპიუტერის ყუთი რას გახდება შენთან .
12 წლის სალი
გამარჯობათ! მე სალი ვარ. ვსწავლობ 10 ქულებზე. მივიღე 8 და ვნერვიულობ, თან მგონია, რომ შემდეგ ორ ტესტშიც ამდენივეს მივიღებ და გული მისკდება. გთხოვთ, დამეხმარეთ. წინასწარ დიდი მადლობა.
გამარჯობა სალი. ძალიან კარგია რომ სწავლობ მაღალ ქულებზე, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი შენთვის საკუთარი თავი უნდა იყოს. არ უნდა დაუშვა, რომ ასე, მეტისმეტად დამოკიდებული იყო შეფასებებზე. ამასთანავე ნერვიულობა ხელს შეგიშლის ღირებული ცოდნის შეძენაში. ღირებულ( მნიშვნელოვანი, საჭირო ) ცოდნას მაშინ იძენს ბავშვი, როცა საგანი აინტერესებს და პირველ ყოვლისა, სწავლობს იმისთვის, რომ იცოდეს და არა ქულები დააგროვოს. ასე მიღებული ცოდნა, მერწმუნე, მაღალ ქულებს თავისთავად მოგიტანს.