სიყვარული - Basti Bubu

სიყვარული

PostHeaderIcon 18 წლის ანა

არც ისე პატარა ვარ, რომ რამის მეშინოდეს, მაგრამ, რა ვქნა, რომ სიყვარულის მეშინია?! :(

ანა, მესმის შენი. სიყვარულს, ბედნიერებისა და სიხარულის განცდასთან ერთად, თან სდევს ტკივილი.  იგი მით უფრო მწვავეა, რაც უფრი  ღრმაა გრძნობები და მეტად გიყვარს. ტკივილისა და სიხარულის თანაარსებობა  კანონზომიერიცაა – სინათლის აღსაქმელად სიბნელეა საჭირო და პირიქით, ასეა გრძნობებშიც, მუდმივი ბედნიერების განცდა რომ არსებობდეს, ალბათ ბედნიერების აღქმას ვერც კი შევძლებდით. ამდენად ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ტკივილი ბედნიერების არსებობის ერთ–ერთ მიზეზათაც შეიძლება ჩვთავალოთ.

ტკივილის შიშით კი ბედნიერებაზე უარის თქმა არ მგონია, გონივრული იყოს.  არ ვიცი, არის რამე სიყვარულზე მნიშვნელოვანი?!  მაგრამ,  რა თაქმა უნდა, გრძნობების გაკონტროლება და მართვა გარკვეულწილად უნდა შეგეძლოს, რადგან მხოლოდ   გულით ცხოვრება ცოტათი სხიფათოა.

PostHeaderIcon 14 წლის მარიამი

ჩემი შეკითხვა უცნაურია, თუმცა არც ისე…მოკლედ, ერთი ბიჭი მიყვარს ყველაზე მეტად. ვიყავით შეყვარებულები, რაც არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა. მას შეუყვარდა ჩემი დაქალი. მერე მასთან ურთიერთობა შეწყვიტა და ახლა  ისევ ჩემთანაა და ისე მელაპარაკება, მგონი ვუყვარვარ. მე დღესაც მიყვარს და ვერაფრით ვივიწყებ ან როგორ უნდა დავივიწყო, როცა დღეში 6–7 საათი მასთან მიწევს ყოფნა.

კარგი იქნება, თუ აგიხსნის რა მოხდა მასში და ასე რატომ ,,იმოგზაურა”  – ჯერ შენ, მერე შენი დაქალი და ახლა ისევ შენ. რასაც გეტყვის,  გონებით მიუდექი დ გაანალიზე ისე,  თითქოს სხვას ეხებოდეს. ასე უფრო გაერკვევი სიტუაციაში და ყოველივე ამის შემდეგ,  თუ გადაწყვეტ მასთან ურთიერთობას, მერე მიეცი თავს გრძნობების უფლება. გრძნობები კი თავად გიკარნახებენ, თუ როგორ შეაყვარო თავი.

PostHeaderIcon 11 წლის ნინო

ჩემს ასაკში შეიძლება შევიყვარო?

ნინო, სიყვრულმა რამე თუ არ იცის,  ეს სიტვებია – შეიძლება, არ შეიძლება, ამ ასაკში, იმ ასაკში…

იგი როცა მოდის, არ კითხულობს, თუ ვინ რამდენი წლისაა . . .

ასე რომ ე. ი. შეიძლება.

PostHeaderIcon ლამარას შეკითხვა

ჩემი შვილი არ მიყვარს.

ძალიან სამწუხაროა.  ასეთ დროს რამოდენიმე ეტაპია გასავლელი.  პირველი –  აღიარება ანუ მტკივნეული რეალობისთვის, სიმართლისთვის თვალის გასწორებაა, რაც  ძალიან რთულია. საბედნიეროდ  თქვენ ეს გადალახული გქვთ, რაც კარგია.  შემდეგ  მიზეზები უნდა მოიძებნოს. აქ უკვე საჭიროა პროფესიონალის დახმარება, ანუ ფსიქოთერაპევტის.

PostHeaderIcon 15 წლის თეკლა

როგორ არიან ამ ასაკის გოგონებთან ამავე ასაკის ბიჭები განწყობილები? ანუ 15 წლის? წინასწარ დიდი მადლობა.

ამ ასაკში ბიჭები ჯერ კიდევ საკუთარი თავის შეცნობით არიან დაკავებულები, თუნდაც ამ კუთხით, მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,  თუ გოგოები რას ფიქრობენ მათზე. აქვთ ლტოლვა, ემოციები გოგოების მიმართ, მაგრამ ხშირად არ იციან როგორ მოიქცნენ, მაგალითად, ზოგჯერ გრძნობებს აგრესიით გამოხატავენ, ან კიდევ გაურბიან იმ გოგოს, რომელიც მოსწონთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა ასე იქცევა, რადგან ასაკის თავისებურებები ერთია და პიროვნული მახასიათებლები მეორე. შეიძლება 15 წლის ასაკში ბიჭი განსხვავებულად  იქცეოდეს, ვიდრე მისი თანატოლები,  მისი ხასიათის ნიშნის შესაბამისად.  ამდენად ყველას ერთ ჭრილში  ვერ განვიხილავთ.

PostHeaderIcon 12 წლის ნათელა

სიგიჟემდე შემიყვარდა ჩემი ერთი კლასელი და ამის შესახებ დავწერე ფეისბუქზე, ოღონდ სახელი არ მიმითითებია. შემდეგ ერთ კლასელს ვუთხარი, მერე მეორეს და ჯამში 5 – მა ბავშვმა იცოდა. ბოლოს კი მთელმა სკოლამ გაიგო. არ მინდა, მან გაიგოს და კლასელები როგორ გავაჩუმო? ვერ ვიტყვი, რომ ტყუილი ვთქვი.

სამწუხაროდ ინფორმაციამ უკვე გაჟონა :) თან შენ მიგიღია მონაწილეობა ამაში. არა მგონია, შეძლო მთელი კლასის გაჩუმება.  უბრალოდ ამ ფაქტს უნდა შეეგუო და მოვლენების შემდგომ განვითარებისთვის მოემზდო, ანუ იფიქრო ამ ამბების შემდეგ იმ ბიჭთან ურთიერთობა როგორ უნდა გააგრძელო, მაგალითად იქნებ მოიფიქრო და რამე უთხრა, აუხსნა.

PostHeaderIcon 14 წლის მარი

გამარჯობათ! ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.  ვარ მსუქანი 63 კილო და თან მაქვს დიდი ცხვირი. ამის გამო ვარ დაკომპლექსებული და თავს ვგრძნობ არასრულფასოვნად. გული მტკივა იმაზე, რომ მე ვინც მიყვარს დიდი ხნია ასი წელი არ შემომხედავს…ამის გამო ზოგჯერ თავის მოკვლაც კი მიფიქრია.

გმარჯობა მარი. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ ყველაზე მთავარი ცხოვრებაში საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაა და საბედნიეროდ ამ დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ არის. მერწმუნე,   როცა ეს ასე მოხდება,  მერე წონასაც და იმ ბიჭსაც  მოევლება.  კარგი იქნება თუ მშობლებს დაელაპარაკები და შენს ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე დაითანხმებ.

გვერდი: 1 -- 212»Top Footer