შიში - Basti Bubu

შიში

PostHeaderIcon 10 წლის ნინიკო

გამარჯობათ, ქალბატონო ემა. იცით მე შიშები მქონდა…თუნდაც სიბნელის. ბავშვების კითხვებზე თქვენი პასუხების ნახვის შემდეგ შიშები ძალიან დამიწყნარდა, მაგრამ მაინც მეშინია თუნდაც იმის, რომ ვინმე მოვა და რაღაცას დამიშავებს.

ნინიკო, კარგია რომ ცდილობ შიშები დაამარცხო და  ასეც იქნება. მოუყევი შენი ამ კონკრეტული შიშის შესახებ რომელიმე მშობელს. დახატე ის,  თითქოს ვინც უნდა მოვიდეს, ან აღწერე. კარგია თუ დადგამთ  ასეთი წარმოდგენას – შენ იყავი ის ვიღაცა  და დედა ან მამა იყოს შენს როლში, შემდეგ პირიქით  შეცვალეთ როლები.  იცი მე ბავშვებს და მათ მშობლებს ვეუბნები ხშირად, რომ ნებისმიერ შიშს ,,ეშინია”  და ქრება, როცა ბავშვს უხარია, როცა ბავშვი ხშირად იცინის, როცა ბავშვი მოწყენილი არ არის და რამე საინტერესოს აკეთებს.

PostHeaderIcon 10 წლის ნატალია

გამარჯობათ! მე ძალიან მშიშარა ვარ.  წავიკითხე ბავშვების კითხვები და თქვენი პასუხები, მაგრამ რომ არ ვიცი რისი მეშინია, რა ვქნა? გთხოვთ დამეხმაროთ.

ნატალია, კარგია რომ წაგიკითხავს  კითხვები და პასუხები. ხომ ხედავ  ბავშვებს აწუხებთ შიშები,  მაგრამ  ალბათ ისიც გაიგე,  შიშს რომ აჯობო,   უნდა დააკვირდე მას. ყოველთვის თქვი როცა რამის შეგეშინდება. მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია,   იცოდეთ შენც და შენმა მშობლემა – ბავშვს ნაკლებად ეშინია თუ ბევრი რამე ახარებს და აინტერესებს.

PostHeaderIcon 13 წლის ბაიას შეკითხვა

როდესაც სახლში მარტო ვარ, ასე მგონია, რომ ჩემს გარდა არის კიდევ ვიღაც. როგორ მოვიქცე?

მოუყევი ამის შესახებ მშობლებს ან ახლობლებს, ვისთანაც გაგიჩნდება მოყოლის სურვილი. როცა მარტო არ იქნები, ნათლად წარმოიდგინე ის(ვინც გგონია) და  შედი მის როლში, ანუ ,,იყავი იგი” და რომელიმე უფროსი(მშობელი ან ახლობელი) იყოს შენს როლში.  შემდეგ შეცვალეთ როლები.  თამაშის ბოლოს,   ის, რისიც გეშინოდა გახადე(შენს წარმოდგენაში) საყვარელი და სასაცილო, ან სულაც გააქრე…ასეთი სქემით ითამაშეთ იქამდე, სანამ შიში არ მოგეხსნება.

Top Footer