თინეიჯერი - Basti Bubu

თინეიჯერი

PostHeaderIcon 18 წლის ანა

არც ისე პატარა ვარ, რომ რამის მეშინოდეს, მაგრამ, რა ვქნა, რომ სიყვარულის მეშინია?! :(

ანა, მესმის შენი. სიყვარულს, ბედნიერებისა და სიხარულის განცდასთან ერთად, თან სდევს ტკივილი.  იგი მით უფრო მწვავეა, რაც უფრი  ღრმაა გრძნობები და მეტად გიყვარს. ტკივილისა და სიხარულის თანაარსებობა  კანონზომიერიცაა – სინათლის აღსაქმელად სიბნელეა საჭირო და პირიქით, ასეა გრძნობებშიც, მუდმივი ბედნიერების განცდა რომ არსებობდეს, ალბათ ბედნიერების აღქმას ვერც კი შევძლებდით. ამდენად ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ტკივილი ბედნიერების არსებობის ერთ–ერთ მიზეზათაც შეიძლება ჩვთავალოთ.

ტკივილის შიშით კი ბედნიერებაზე უარის თქმა არ მგონია, გონივრული იყოს.  არ ვიცი, არის რამე სიყვარულზე მნიშვნელოვანი?!  მაგრამ,  რა თაქმა უნდა, გრძნობების გაკონტროლება და მართვა გარკვეულწილად უნდა შეგეძლოს, რადგან მხოლოდ   გულით ცხოვრება ცოტათი სხიფათოა.

PostHeaderIcon 15 წლის მარი

რატომ სცემენ მშობლები შვილებს?

მარი,  ძალიან მტკივნეულ და სამწუხარო თემას შეეხე.  რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ჩაღრმავებას საჭიროებს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, შემიძლია გითხრა, რომ ბავშვებს სცემენ ის მშობლები, რომლებსაც თავად სცემდნენ ბავშვობაში. თუმცა  ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა შესაძლებელია.  მთავარია,  მწარე სიმართლეს გაუსწოროს მშობელმა თვალი.

და ბოლოს –   არ შემეშინდება და   ვიტყვი, რომ მიზეზი მაინც სიყვარულის ნაკლებობაა. რადგან როცა სიყვარული სათანადოა, იგი წესით უნდა მოერიოს მშობლის შინაგან პრობლემებს.

PostHeaderIcon 14 წლის მარიამი

ჩემი შეკითხვა უცნაურია, თუმცა არც ისე…მოკლედ, ერთი ბიჭი მიყვარს ყველაზე მეტად. ვიყავით შეყვარებულები, რაც არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა. მას შეუყვარდა ჩემი დაქალი. მერე მასთან ურთიერთობა შეწყვიტა და ახლა  ისევ ჩემთანაა და ისე მელაპარაკება, მგონი ვუყვარვარ. მე დღესაც მიყვარს და ვერაფრით ვივიწყებ ან როგორ უნდა დავივიწყო, როცა დღეში 6–7 საათი მასთან მიწევს ყოფნა.

კარგი იქნება, თუ აგიხსნის რა მოხდა მასში და ასე რატომ ,,იმოგზაურა”  – ჯერ შენ, მერე შენი დაქალი და ახლა ისევ შენ. რასაც გეტყვის,  გონებით მიუდექი დ გაანალიზე ისე,  თითქოს სხვას ეხებოდეს. ასე უფრო გაერკვევი სიტუაციაში და ყოველივე ამის შემდეგ,  თუ გადაწყვეტ მასთან ურთიერთობას, მერე მიეცი თავს გრძნობების უფლება. გრძნობები კი თავად გიკარნახებენ, თუ როგორ შეაყვარო თავი.

PostHeaderIcon 14 წლის ანას შეკითხვა

უკმაყოფილება!  ვარ 14 წლის. თავიდან ჩვეულებრივი ვიყავი, არაფერი განსაკუთრებული. მეგობრებიც არ მყოლია, არ მინდოდა. მერე ნელ–ნელა უკვე დავმეგობრდი ხალხთან. ახლა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. თითქმის ყველაფრით ვინტერესდები, ყველაზე და ყველაფერზე ვფიქრობ. უკვე გონება გადამეტვირთა. ამას დავამატოთ ისიც, რომ ბევრისგან განსხვავებული შეხედულებები მაქვს რაღაც საკითხებისადმი და ზოგჯერ, ჩემი აზრი საზოგადოებისთვის მიუღებელია, ამის გამო ამბობენ, რომ ვცდილობ, ვიყო ორიგინალური, რომ თითქოს მინდა ხალხი გავაკვირვო. არანორმალურია რა! მე კიდევ ის მაღიზიანებს, რომ ბევრი საკუთარ აზრს იმის გამო არ აფიქსირებს, რომ არ გააკრიტიკონ. მე ასეთი არ ვარ და ვხდები ხალხის კრიტიკის ობიექტი.
ეს არაა მხოლოდ ჩემი პრობლემა. პირდაპირ ვიტყვი – ძალიან ბევრი თინეიჯერის საოცნებო ცხოვრება მაქვს – მყავს ბევრი მეგობარი, მყავს კარგი ოჯახი, ბევრი ძმაკაცი, რომლებიც ჩემს თავს არავის აჩაგვრინებენ და ა.შ. მე კი მაინც უკმაყოფილებას ვგრძნობ. მინდა მეტი მქონდეს, ვიდრე მაქ.
ხანდახან კი მსურს ამ ყველაფერს გავექცე და რუსთაველზე მიგდებული ბომჟი ვიყო. ასე მჭირს გაორებასავით. ხან ვარდისფერის მოყვარული საყვარელი გოგონა ვარ, ხან კი ვარ ადამიანი, რომელიც ყველას დასცინის. ასეთიც ვარ და ისეთიც. ხან კი ვარ ის, რასაც სიტუაცია მოითხოვს. მგონია, რომ საკუთრ თავს ვკარგავ. ვერ გამიგია?

ანა, სათაურიანი შეკითხვა აქამდე არ მომსვლია :)
საინტერესო პიროვნება ჩანხარ.
ვფიქრობ, რომ ძიების პროცესში ხარ, რაც ამ ასაკისთვის დამახასიათებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შენი ხასიათის შტრიხიცაა, ეტყობა ბუნებით მაძიებელი ხარ. ეს კარგია. შენ მოქმედებ, რაც განვითარებას მოგიტანს, თუმცა ასეთი პროცესები უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობენ. მეტი წინააღმდეგობა იმას ხვდება, ვინც მოძრაობაშია. კარგია პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამოხატვა რომ გჩვევია. შენს ასაკში ასეთი მუხტი უნდა არსებობდეს. მერე რა, რომ ეს ბევრს არ მოსწონს და აღიზიანებს. სანაცვლოდ სიცარიელე, მოწყენილობა, რაც უმოქმედობას მოაქვს, არასდროს დაგემუქრება.
განწყობის ცვალებადობა, რასაც გაორებას ეძახი, ნუ, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ ,,ასეთიც, რომ ხარ და ისეთიც” (მომეწონა ეს გამოთქმა :) )დამახასიათებელია შენი ტიპის ადამიანებისთვის. აბა შინაგანი წინააღმდეგობები რომ არ გქონდეს და სრული წესრიგი იყოს შენში, აღარც იფიქრებდი ამდენს და ასეთი ბრძოლის ჟინიც არ გექნებოდა.
სიტუაციაზე მეტისმეტი დამოკიდებულება კი, ხასიათის ნიშანთან ერთდ, ასაკის ბრალიცაა. ჯერ, 14 წლის ხარ და ვერ გექნება საკუთარი თვი ნაპოვნი, როგორც ამბობენ ხოლმე,
უბრალოდ ერთ გზას გიჩვენებ – მეტი იკითხე, ისწავლე, ალბათ მიხვდები როგორ სწავლას ვგულისხმობ, ისეთს, რომელიც გცვლის, გავსებს ადამინს. მოკლედ, დააგროვე ბევრი ამ მხრივ, რაც აუცილებლად გაგაძლიერებს. ამ გზას თუ გაყვები,  მრავალ კითხვაზე იპოვი პასუხს და უფრო დამშვიდდები. ეს შენი უკმაყოფილება კი თანდათანობით კმაყოფილებაში გადაიზრდება(იქნება და მერე კმაყოფილებაზე მოგინდეს წერა :) ).  ადამიანებშიც მეტ დადებითსა და საინტერესოს აღმოაჩენ და ურთიერთობებიც უფრო დალაგდება.

PostHeaderIcon 11 წლის ნანუკა

გთხოვთ, დამეხმაროთ. ძალიან მალე მბეზრდება ყველაფერი, როცა რაღაცას ვაკეთებ,არასოდეს მიმყავს
ბოლომდე. აღარ ვიცი რა ვქნა?
 ერთ საგანსა თუ მოვლენას მრავალი კუთხით შეხედე და მაშინ ერთი და იმავე რამ, რაც
 შენ გბეზრდება, გახდება სხვადასხვა.
ის ერთი საქმე კი რომელიც ბოლომდე ვერ მიგყავს, დაყავი პატარა ეტაპებად.

PostHeaderIcon 12 წლის მარიამი

სულ მეზარება სწავლა და რა გავაკეთო? მაქვს ძალიან დიდი ნიჭი, მაგრამ ვერ ვიყენებ :( რატომღაც სულ მიჯაჭვული ვარ კომპიუტერთან :( მირჩიეთ რამე, გთხოოოოვთ.

სწავლის დროს არ იფიქრო იმაზე,  თუ მაგალითად, ამდენს რა ისწავლის, ან რა ნიშანს მიიღებ, გაგიძახებს თუ არა მასწავლებელი და მსგავს წვრილმანებზე. ეს მოსაბეზრებელია და თან უსიამოვნო :( .

რომ იცოდე, შესაძლებელია სიამოვნებით  ისწავლო, თან გაერთო, ითამაშო.

აი როგორ – წარმოიდგინე, რომ მეცნიერი ხარ იმ სფეროში, რა საგანსაც სწავლობ და ინტერესით შეხედე სასწავლო მასალას და თუ გამოგივა, პირობას გაძლევ, მოხდება პატარა სწაულები :)

1. არ დაგეზარება 2. მალე ისწავლი 3. დიდხანს გემახსოვრება 4. უკეთეს ნიშანს მიიღებ.

და საერთოდ ჯობია ფიქრი შეიყვარო, მეტი იფიქრე ზოგადად – კარგად დააკვირდი სხვების ცხოვრებას, არა მარტო შენს გარშემო მყოფების, არამედ, მაგალითად, კარგი იქნება თუ დიდი ადამიანების მეცნიერების, მწერლების, რჟისორების, მსახიობების…. ცხოვრების შესახებ წაიკიხავავ. ამას წესად თუ გაიხდი, მალე დაიწყებ შენს მიზნებზე ფიქრს და თუ ეს ასე მოხდა უკვე, ჩათავალე რომ კარგადაა საქმე.

მიზნები გიშველის!!!! დაისახე მიზნები, მათ მისაღწევად კი, დარწმუნებული ვარ, სწავლა დაგჭირდება.

ასე თუ მოიქცევი, კომპიუტერის ყუთი რას გახდება შენთან :) .

PostHeaderIcon 11 წლის ნინო

ჩემს ასაკში შეიძლება შევიყვარო?

ნინო, სიყვრულმა რამე თუ არ იცის,  ეს სიტვებია – შეიძლება, არ შეიძლება, ამ ასაკში, იმ ასაკში…

იგი როცა მოდის, არ კითხულობს, თუ ვინ რამდენი წლისაა . . .

ასე რომ ე. ი. შეიძლება.

გვერდი: 1 -- 512»...ბოლო »Top Footer