კომპლექსები - Basti Bubu

კომპლექსები

PostHeaderIcon 9 წლის კესო

მე დაკომპლექსებული ვარ. კარგი სმენა მაქცს. ამას პატარაობაში ბევრი მეუბნებოდა. ახლა ცოტა გავიზარდე და შევედი მუსიკალურ სკოლაში. იქ სმენა გამომისწორდა(ასე მეუბნება ყველა). მე არ მჯერა და როცა ვიღაცა მთხოვს წავიმღერო, ვჩუმდები. რა ვქნა? კიდევ მიკეთია  სათვალეები და ვცდილობ უფრო არ გავიკეთო ხოლმე, რადგან მეშინია ვინმემ არ დამცინოს.

კესო, ჯერჯერობით ნუ იფიქრებ სხვების თხოვნების შესრულებაზე.  თუ შენთვის სიამოვნება მოაქვს სიმღერას, იმღერე იქ და იმ დროს სადაც და როდესაც სურვილი გაგიჩნდება. თუნდაც მარტო. თუ კი სურვილი არ გექნება არ იმღერო არსად და არავისთან. შენ თუ სიმღერის ნიჭი გაქვს, იგი იმდენს იზამს, რომ თანდათანობით, თავისთავად მსმენელთან კონტაქტს დაგამყარებინებს.

სათვალეებს რაც შეეხება, აუცილებლად გაიკეთე, რომ მხედველობასთან დაკავშირებული  პრობლემები არ გაგიმწვავდეს(თუ ასე მოხდა ისინი ვერაფრით დაგეხმარებიან, ვისი გულისთვისაც მას იხსნი). ისე,   რომ იცოდე,  ეს შენ გგონია, რომ შენს სათვალეს დაუწყებს ყველა ყურებას, თორემ სინამდვილეში ადამიანებს საკუთარი პრობლემები უფრო აღელვებთ და შენ სათვალით ივლი, თუ უსათვალოდ ნაკლებად ადარდებთ დ აინტერესებთ.

PostHeaderIcon 14 წლის მარი

გამარჯობათ! ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.  ვარ მსუქანი 63 კილო და თან მაქვს დიდი ცხვირი. ამის გამო ვარ დაკომპლექსებული და თავს ვგრძნობ არასრულფასოვნად. გული მტკივა იმაზე, რომ მე ვინც მიყვარს დიდი ხნია ასი წელი არ შემომხედავს…ამის გამო ზოგჯერ თავის მოკვლაც კი მიფიქრია.

გმარჯობა მარი. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ ყველაზე მთავარი ცხოვრებაში საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაა და საბედნიეროდ ამ დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ არის. მერწმუნე,   როცა ეს ასე მოხდება,  მერე წონასაც და იმ ბიჭსაც  მოევლება.  კარგი იქნება თუ მშობლებს დაელაპარაკები და შენს ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე დაითანხმებ.

Top Footer