ეჭვიანობა - Basti Bubu

ეჭვიანობა

PostHeaderIcon 14 წლის მარის შეკითხვა

ვარ ძალიან ცელქი. მინდა დაუჯერო დედ-მამას, მაგრამ არ გამომდის. ისინი ყოველთვის ჩემი დით ამაყობენ. მათ სულ ვეჯიბრები…როცა მიბრაზდებიან, მე უფრო ცუდად ვიქცევი. რა გავაკეთო?

და-ძმებისთვის ეჭვიანობა არ არის უცხო. ეჭვიანობის მიზეზი უმეტესად არასწორი წარმოდგენებია, როცა რომელიმე შვილს გონია, რომ მისი და ან ძმა მასზე უფრო უყვართ მშობლებს. ასეთი  წარმოდგენების საფუძველი ძირითადად ყურადღების არათანაბარი გადანაწილებაა ხოლმე  და არა ნაკლები სიყვარული. მაგალითად, უმცროს და-ძმას მეტი ზრუნვა სჭირდება  და შესაბამისად მეტი ყურადღება, რასაც ხშირად უფროსი შვილები არასწორად აღიქვავენ, ჰგონიათ რომ მშობლებს ნაკლებად უყვართ. მიზეზებს  საკუთარ თავში ეძებენ და  მცდარი დასკნები გამოაქვთ – ფიქრობენ, იმიტომ არ იმსახურებენ სიყვარულს, რომ ცუდები არიან და შესაბამისად მართლაც ცუდად იქცევიან. მშობლებს არ მოსწონთ ასეთი  ქცევა და გამოხატავენ უკმაყოფილებას, რაც თავისთავად უფრო აღრმავებს ეჭვიანობის განცდას და ასე იკვრება არასასიამოვნო ურთიერთობების წრე.

როცა შედარებით მშვიდად იქნები, დაელაპარაკე მშობლებს(თუ გინდა ცალცალკე, ან მხოლოდ რომელიმეს) ამ შენი განცდების შესახებ … უთხარი, რომ გინდა კარგად მოქცევა, მაგრამ რომ არ გამოგდის; რომ ღიზიანდები, როცა მშობლები გეჩხუბებიან; თვლი, რომ ისინი მხოლოდ შენი დით ამაყობენ და რომ გინდა შენითაც იამაყონსთხოვე მათ დახმარება ამ უსიამოვნო ემოციების დაძლევაში.

Top Footer