მეტყველება - Basti Bubu

მეტყველება

PostHeaderIcon თამუნას შეკითხვა

მყავს 3 წლის ბიჭი. არ ლაპარაკობს, აგრესიული და  ცელქია. ორი დღეა ბაღში მივიყვანე. არ უტირია საერთოდ. პირველ დღეს კარგად მოიქცა, მაგრამ მეორე დღეს ერთ ბავშვს ხელი ჰკრა და წააქცია, მეორეს სათამაშო ჩაარტყა თავში. ჩვენ ოჯახის წევრებსაც გვირტყამს ხოლმე. ბაღის მასწავლებელმა მირჩია დამამშვიდებელი მიმეცა, თან ასე მითხრა, ხომ ხედავთ როგორ განსხვვდება სხვებისგანო. ძალინ ვღელავ. მყავდა ნევროპათოლოგთან. მენტალური განვითარების ცენტრშიც მყავდა. მითხრეს არაფერი სჭირსო. მითხრეს ერთადერთი მისი პრობლემა ის არის, რომ არ ლაპარაკობსო. როცა დაიწყებს ლაპარაკს დამშვიდდებაო. როგორ მოვიქცე. დამეხმარეთ გთხოვთ.

თუ თქვენს შვილს  სმენასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და როგორც ამბობთ,  განვითარების მხრივაც ყველაფერი წესრიგშია, მაშინ მეტყველების შეფერხებასთან გვაქვს საქმე და არა დარღვევასთან. შეფერხება შეიძლება ახასიათებდეს აბსოლუტურად ჯანმრთელ ბავშვსაც. ცნობილია ისიც, რომ ზოგჯერ ,,გვიანმოლაპარაკე” ბავშვები ხშირად დიდხანს ჩუმად არიან და უცებ იწყებენ ლაპარაკს გამართულად, რთული წინადადებებით. ასეთი ფენომენი ხშირად შეინიშნება მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვებთან. ასევე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მემკვიდრეობით ფაქტორსაც. თუ რომელიმე მშობელმა  გვიან დაიწყო ლაპარაკი, მაშინ მეტი ალბათობაა,  გვიან ალაპარაკდეს   შვილიც.   მაგრამ 3 წლის ასაკში ბავშვი გამართულად  შეიძლება არა, მაგრამ მარტივი ფრაზებით მაინც უნდა ლაპარაკობდეს.

ასე თუ ისე,  მთავარია  მიზიზის დადგენა.  როცა ფიზიოლოგიური დარღვევა გამორიცხულია,  ძირითადად ამ პრობლემის საფუძველი მშობლებთან ურთიერთობაა. შეიძლება ბავშვი  სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ ცხოვრობს ისეთ გარემოში სადაც არ სჭირდება მეტყველება. ასე ხდება ბავშვის სრული იგნორიერებისას, როცა სიახლოვის დეფიციტთნ, მშობლების მხრიდან არასაკმარის ემოციურ კონტაქტთან  გვაქვს  საქმე.  არ საუბრობს ბავშვი, რომელსაც არ ელაპარაკებიან, რომლის გარშემოც სიჩუმეა.

ხშირად არ ლაპარაკობენ ის ბავშვებიც,  რომელთა ოჯახის ყველა წევრის მიზანი მათი სიამოვნებისთვის ზრუნვაა.  ან როცა დედა უგებს შვილს მზერითაც,  როცა მას ყველა სურვილი უსრულდება ისედაც და  სულ არ სჭირდება ამისთვის რამე თქვას.

ზოგჯერ კი ბავშვები კარგად აითვისებენ ხოლმე   ჟესტების ენას და ასე კონტაქტობენ  იქამდე, სანამ მათი ესმით მშობლებს.

თუ ბავშვი არ ლაპარაკობს,  ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ მას.

ესასუბრეთ თქვენს შვილს  გამართულად, გასაგებად, მარტივად, რომ გაუადვილდეს მისი აღქმა. გაუღვივეთ შეცნობითი ინტერესები – თვითონ თუ არ გეკითხებათ რამეს, თქვენ დასვით  კითხვები და უპასუხეთ  მათზე. გახადეთ მისი გარემო  უფრო საინტერესეო და მიმზიდველი. გამოიწვიეთ სასაუბროდ – მაშინ დაუკმაყოფილეთ სურვილი, როცა ექნება მცდელობა იმის თქმის რაც უნდა. ეთამაშეთ მსგავსი თამაშები, მაგალითდ,  დამალეთ სათამაშო და გამოაჩინეთ მაშინ,  როცა ექნება მცდელობა თქვას მისი სახელი. მიეცით მარტივი ინსრუქციები – მოდი, წადი, მომიტანე ეს… და შესრულებისთვის წაახალისეთ.

აგრესიას რაც შეეხება, მსგავს კითხვაზე პასუხი იხილეთ აქ – http://psycho.bastibubu.ge/?p=733

Top Footer