ამბები ( საჭიროებისამებრ სახელები შეცვლილია) - Basti Bubu

ამბები ( საჭიროებისამებრ სახელები შეცვლილია)

PostHeaderIcon ვედრება (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

ოთხი  წლის ანდრიას  ჰქონდა სიმორცხვის, შებოჭილობისა და დედასთან

მიჯაჭვულობის პრობლემა. ბავშვი  ხშირად ტიროდა და ჭირვეულობდა.

ერთ – ერთ შეხვედრაზე  დედამ  იგი ასე დაახასიათა – ჩემი შვილი

მორცხვია, გაუბედავი, ჭირვეული და  დაბალიო. მან ნამდვილად იცოდა,

რომ ვერ დავეხმარებოდი ბავშვს სიმაღლეში გაზრდაში, უბრალოდ თქვა

ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა. მეც არ დავაყოვნე და ვუთხარი,

აბა კარგად მოუსმინეთ თქვენს შვილს, მგონი რაღაცას გევედრებათ მეთქი.

დედა დაიბნა, მე კი გავაგრძელე, იგი კომპლექსების ენით გთხოვთ,

მიიღოთ ისეთი როგორიც არის მეთქი.

ანდრიას  დედას სულ რამდენჯერმე დასჭირდა მოსვლა. მას უყვარდა შვილი,

ქვეყანას ერჩივნა, უბრალოდ, რაღაც მიზეზთა გამო, უჭირდა მიეღო იგი

უპირობოდ. როცა დედა  მოერია ამ ,,რაღაც მიზეზებს’’, შვილის

სიმორცხვის, გაუბედაობისა და ჭირვეულობის ,,წამალიც”,  მალევე იპოვა.

————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon გამჭვირვალე უფროსები (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

მშობლებს ხშირად ვეუბნები,  თუ გსურთ თქვენს შვილებს  არ ჰქონდეთ

პრობლემები, მოაგვარეთ პირადი  პრობლემები მეთქი.

ზოგს უკვირს კიდევაც, თუ რა კავშირშია  ეს ყველაფერი ერთმანეთთან.

ასეთ დროს ,,თვალსაჩინოებისთვის’’  ვამატებ ხოლმე,  რომ უფროსები

გამჭვირვალეები ვართ :-) და მშობლები  უფრო გაოცებულები რჩებიან, მაგრამ

ყველაფერი გასაგები ხდება, როცა ვუხსნი, თუ  როგორ ხედავენ ანუ

გრძნობენ, აღიქვამენ და იზიარბენ ბავშვები მათ  მთელ შინაგან სამყაროს.

თანდთანობით მშობლები ეჩვევიან თავიანთ  გამჭვირვალეობას :-) და

უფრო და უფრო ცდილობენ  იმუშაონ სკუთარ თავზე.

ახლა კი  მინდა, მოგიყვეთ საკუთარი გამჭვირვალეობის შესახებ.

ვმუშაობ 3 წლის ანასტასიასთან.  ბავშვს ეშინია  თოვლის ბაბუის.

(ცოტათი გადავუხვევ და ვიტყვი, რომ კარგი იქნება, თუ ,,ჯამბაზები’’ და

,,თოვლის ბაბუები’’ უფრო  ფრთხილად იმოქმედებენ და არ

შეაშინებენ ბავშვებს).

რამოდენიმე სეანსის შემდეგ, როცა ანასტასია უკვე მზად იყო თოვლის

ბაბუასთან შესახვედრად,  ისიც  გვესტუმრა  და ყველაფერმა მშვიდად

ჩაიარა. შემდეგ შეხვედრაზეც უნდა მოსულიყო, მაგრამ  ვერ ვიპოვე ის,

ვისაც უნდა ჩაეცვა კოსტიუმი. შემოვედი დაბნეული,  არ ვიცოდი

დავლოდებოდი იმ ადამინს, თუ  მეთქვა ბავშვისთვის, დღეს ვერ

მოვა თოვლის ბაბუა მეთქი. რამოდენიმე წამი გაგრძელდა ჩემი ასეთი

შინაგანი ყოყმანი და უცებ მეუბნება,  3 წლის ბავშვი – თუ პასუხი არ

გაქვს,  მე წავალ – . რაღა დაგიმალოთ და ჩემს გაოცებას არ ჰქონდა

საზღვარი,  ჩემს წინ იდგა ადამიანი, პიროვნება,

რომელმაც ჯერ იგრძნო, დაინახა ჩემში რაც ხდებოდა, მე მართლა

არ მქონდა პასუხი,  მერე მიიღო გადაწვეტილება, თუ როგორ უნდა

მოქცეულიყო და ეს ყველაფერი ასე ჩამოაყალიბა.

ამბავი  ასე დამთავრდა – მე ,,იძულებული”გავხდი ისევ ავსულიყავი

,,ჩემს სიმაღლეზე” ანუ, როცა  იცი  რას აკეთებ  და ანასტასიაც დარჩა.

————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon ზღვარი (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

შარშან  ჯგუფში  მყავდა  4 წლის ლიზა – ლამაზი, კარგი მანერებით.

იყო ძალიან კონტაქტური, აქტიური და მოდურიც კი, თუ შეიძლება,

ამ ასაკში ვინმე იყოს მოდური, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იგი იყო.

მოკლედ,  ლიზა   ჰგავდა ზოგიერთ დიდებს,  ვარსკვლავებს რომ

ეძახიან, სულ რომ არ სჭირდებათ ბევრი ფიქრი,  ისე უბრალოდ, რომ

გიზიდავენ და  მზად თუ არ აღმოჩნდი, მთლიანად რომ გშთანთქავენ.

ერთხელაც,  ცოტა მოგვიანებით,  4 წლის მათე შემოგვიერთდა-დიდი,

ჭკვიანური, მაგრამ სევდიანი  თვალები ჰქონდა, ჩუმი და

მორცხვი იყო. კი გავიფიქრე,  ამ ბავშვს როგორმე მეტად მივაქციო

ყურადღება, არ დაიჩაგროს მეთქი და დავიწყე  მოქმედება – ვცდილობდი

შემექო, წარმომეჩინა . . .  მაგრამ ცოტა ხანში დავინახე  ზღვარი  ჩემს

საქმესა და ცხოვრების კანონზომიერებას შორის და აქ გავჩერდი.

აბა, ლიზას სხივებს მე რას  მოუხერხებდი, ასეთები იმიტომ არსებობენ,

რომ  ანათონ და მათეც მალე იქცა პიეროდ.

ლიზა უკვე ალაპარაკდა ისე, როგორც  ველოდი – სადაც მე ვდგავარ იქ რატომ

მოდის ეს მათე, გაიწიოს, ნერვებს მიშლის – მათეს სწყინდა, მაგრამ მეორე

წუთს  ლიზა მას თუ რამეს სთხოვდა, იგი მზად იყო ყველაფრისთვის.  თავი

ვინუგეშე, ვიფიქრე, ასე ხდებოდა მუდამ და მოხდება  მეთქი.

წელს აღარ ვმუშაობ მათთან, მოვრჩი ჩემს საქმეს (ოღონდ მხოლოდ ჩემსას).

ლიზა შემომივლის ხოლმე, მეგობრებთან   ერთად, მომინახულებს.

მეგობრები კარებთან ელოდებიან, ის ხომ პოპულარული გოგოა.

მათეს დერეფანში ვხვდები, ძირითადად მარტოა. როგორც ჩანს,  სევდა ისევ

მასთანაა. დაახლოებით ვიცი მათეს გზა . . . არ არის ადვილი, მაგრამ იგი

ბევრს დააგროვებს(შინაგანს, სულიერს) და შექმნის რამე  ფასეულს.

————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon ჩვენ (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

4 წლის ლუკას ძმის დაბადებისთვის ვამზადებდი.

ერთხელაც მეუბნება – დაიბადება ჩემი ძმა და ბევრნი ვიქნებით.

ასეთი ჭეშმარიტების მიგნება, 4 წლის ასაკში, ვფიქრობ, რომ შესაშურია.

————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon ზოლიანი მძარცველი (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

ჯილდოსთვის ვიყენებ სტიკერებს.

ბავშვებს მოსწონთ ეს პროცესი, მაგრამ

3 წლის ელენეს მეტისმეტად მოეწონა

და როგორც ჩანს, გადაწყვიტა,

ხერხი ეხმარა, ჩემზე ზეგავლენის

მოსახდენად და ასე ,,გავეძარცვე”.

აქვს ზოლიანი ტანსაცმელი.

მასში ჩაცმული რომ მოდიოდა,

განსაკუთრებით საყვარელი იყო და მეც

ვერ ვიკავებდი ემოციებს. ეტყობა ეს კარგად

დაიმახსოვრა. მოეხსნა პრობლემა და თავისთვად

დავამთავრე მასთან მუშაობა, მაგრამ ჯილდოსთვის

შემოვლა არ შეუწყვეტია. დიდი ხანია

დადის და რატომღაც ის ზოლიანი ტანსაცმელი

ხშირად აცვია  :-) , თუმცა რომც არ ეცვას,

გაგიღიმებს, ერთი-ორი მანერა და მზად ხარ,

გაატანო ყველაფერი რაც კი გაგაჩნია :-) .

————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon მე (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

ვთამაშობთ ხოლმე ასეთ თამაშს – კომპლიმენტობანას – ერთ-ერთი

ბავშვი დგება ცენტრში და სხვები რიგრიგობით ეუბნებიან მას კომპლიმენტებს.

ერთხელაც 5 წლის ქეთოს, რომელიც კარგად იყო გარკვეული დავალების

არსში, ვეკითხები, თუ რატომ მოსწონს გამომსვლელი და იგი

მპასუხობს – იმიტომ რომ, ჭკვიანი ვარ(მე)(იმის ნაცვლად,

სხვაში მოეძებნა მისთვის მოსაწონი რაიმე ნიშანი, საკუთარ თავს მოუძებნა).

ასე წამოჭრა ქეთომ ნარცისიზმის ურთულესი პრობლემა, 5 წლის ასაკში.

————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon პატარა მზარეულები (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

მშობლებთან (უფრო დედებთან)

მიჯაჭვულობის პრობლემის დროს,

როცა ბავშვი მარტო არ შემოდის,

თუ გოგოა, ვთავაზობ ხოლმე, დედას

გაუკეთოს სიურპრიზი, ვითომ – ვითომ

მოუმზადოს რამე გემრიელი და ხშირად ამ

გზით გამყავს დედები ოთახიდან.

ვიწყებთ თამაშს – მივდივართ მაღაზიაში

პროდუქტებისთვის. როცა ვეკითხები,

რას ვაკეთებთ და შესაბამისად რას ვყიდულობთ, ეს შესაბამისობა,

რა თქმა უნდა, ,,დაცულია”. მაგალითად, ტორტისთვის გვჭირდება ხან

სტაფილო, ხან ჭარხალი, ხან კი პომიდორი :-) და ზოგჯერ

კვერცხი და კარაქი (ამ სფეროში არაფერს

ვასწორებ, თავს უფლებას ვაძლევ ვიხალისო).

მერე იწყება მომზადების პროცესი –

შაქარი ხან ბორშსა და კატლეტშია,

ხოლო მარილი ნამცხვარსა და ყავაში :-) .

დედებს კი მოსწონთ და ამბობენ,

რომ ძალიან გემრელია.

————————————————————————————————————————————————

Share

გვერდი: 1 -- 212»Top Footer