ურთიერთობის პრობლემები - Basti Bubu

ურთიერთობის პრობლემები

PostHeaderIcon ქეთის შეკითხვა

მყავს 12 წლის შვილი. ძალიან დამეძაბა მასთან ურთიერთობა, აღარაფეს მიჯერებს.

12 წლის ასაკში ბავშვი იწყებს გადასვლას მოზარდობის ხანაში, ანუ ერთი ეტაპიდან მეორეში და ასეთი პროცესები უმტკივნეულოდ იშვიათად მიმდინარეობენ. მთავარია ჯიბრში არ ჩაუდგეთ თქვენს შვილს, მიეცით მეტი თავისუფლება. გააკონტროლეთ, მაგრამ ისე, რომ მეტისმეტად არ შეწუხდეს. ამ პერიოდში ბავშვები სახლს გარეთ ცდილობენ დამკვიდრებას. დაეხმარეთ ამ პროცესში, ურჩიეთ რამე, ამით მეგობრის როლს მოირგებთ და თქვენთან ურთიერთობას სხვა კუთხითაც შეხედავს. კარგად გაერკვიეთ მის ინტერესებში და გაითვალისწინეთ ყოველივე  ურთიერთობაში, რაც მასთან მისასვლელ სწორ გზას გიჩვენებთ. რაც შეიძლება ნაკლები შენიშვნები მიეცით, მხოლოდ აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებელიც არ იქნება მისგან გათვალისწინებული.

PostHeaderIcon 13 წლის თიკო

გამარჯობათ!  რა უნდა გავაკეთო, რომ ყველა ბავშვი კარგად მექცეოდეს? ასე კი არის, მაგრამ მე მინდა, რომ უფრო კარგი ვიყო და ეს რითი გამოვასწორო ? ?

უფრო კარგი რომ იყო, ჯერ როგრიც ხარ ისეთი უნდა გიყვრდეს საკუთარი თავი და პატივს სცემდე. მერე შეიძლება იმაზე ფიქრი, თუ  როგორ გახდე უკეთესი  და რომ იცოდე,  ვინც ამაზე ფიქრობს, ის გზებსაც პოულობს და შენც იპოვი.

ბავშვებს რაც  შეეხება, როგორიც არ უნდა იყო შენ, ყველა კარგად ვერ მოგექცევა, ეს უნდა იცოდე, რადგან საერთოდ ადამანები, დიდები იქნებიან თუ პატარები,   არ არიან  იდეალურები, ისინი არიან უბრალოდ ისეთები, როგორებიც არიან. ამიტომ ხან ეშელბათ ხოლმე, ხან არა, როგორც შენ შეიძლება შეგეშალოს და ვღაცას დაუმსახურებლად მოექცე.

PostHeaderIcon 14 წლის მარის შეკითხვა

ვარ ძალიან ცელქი. მინდა დაუჯერო დედ-მამას, მაგრამ არ გამომდის. ისინი ყოველთვის ჩემი დით ამაყობენ. მათ სულ ვეჯიბრები…როცა მიბრაზდებიან, მე უფრო ცუდად ვიქცევი. რა გავაკეთო?

და-ძმებისთვის ეჭვიანობა არ არის უცხო. ეჭვიანობის მიზეზი უმეტესად არასწორი წარმოდგენებია, როცა რომელიმე შვილს გონია, რომ მისი და ან ძმა მასზე უფრო უყვართ მშობლებს. ასეთი  წარმოდგენების საფუძველი ძირითადად ყურადღების არათანაბარი გადანაწილებაა ხოლმე  და არა ნაკლები სიყვარული. მაგალითად, უმცროს და-ძმას მეტი ზრუნვა სჭირდება  და შესაბამისად მეტი ყურადღება, რასაც ხშირად უფროსი შვილები არასწორად აღიქვავენ, ჰგონიათ რომ მშობლებს ნაკლებად უყვართ. მიზეზებს  საკუთარ თავში ეძებენ და  მცდარი დასკნები გამოაქვთ – ფიქრობენ, იმიტომ არ იმსახურებენ სიყვარულს, რომ ცუდები არიან და შესაბამისად მართლაც ცუდად იქცევიან. მშობლებს არ მოსწონთ ასეთი  ქცევა და გამოხატავენ უკმაყოფილებას, რაც თავისთავად უფრო აღრმავებს ეჭვიანობის განცდას და ასე იკვრება არასასიამოვნო ურთიერთობების წრე.

როცა შედარებით მშვიდად იქნები, დაელაპარაკე მშობლებს(თუ გინდა ცალცალკე, ან მხოლოდ რომელიმეს) ამ შენი განცდების შესახებ … უთხარი, რომ გინდა კარგად მოქცევა, მაგრამ რომ არ გამოგდის; რომ ღიზიანდები, როცა მშობლები გეჩხუბებიან; თვლი, რომ ისინი მხოლოდ შენი დით ამაყობენ და რომ გინდა შენითაც იამაყონსთხოვე მათ დახმარება ამ უსიამოვნო ემოციების დაძლევაში.

Top Footer