აგრესია - Basti Bubu

აგრესია

PostHeaderIcon 15 წლის მარი

რატომ სცემენ მშობლები შვილებს?

მარი,  ძალიან მტკივნეულ და სამწუხარო თემას შეეხე.  რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ჩაღრმავებას საჭიროებს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, შემიძლია გითხრა, რომ ბავშვებს სცემენ ის მშობლები, რომლებსაც თავად სცემდნენ ბავშვობაში. თუმცა  ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა შესაძლებელია.  მთავარია,  მწარე სიმართლეს გაუსწოროს მშობელმა თვალი.

და ბოლოს –   არ შემეშინდება და   ვიტყვი, რომ მიზეზი მაინც სიყვარულის ნაკლებობაა. რადგან როცა სიყვარული სათანადოა, იგი წესით უნდა მოერიოს მშობლის შინაგან პრობლემებს.

PostHeaderIcon მარის შეკითხვა

გამარჯობათ. მყავს 7 წლის ბიჭი, რომელიც ძალიან აგრესიულია…ყვირის, ტირის და უმართავი ხდება ელემენტარულ წინააღმდეგობაზეც კი. ახლა ამას დაემატა სკოლა და მეცადინეობა, რაც ძალიან აღიზიანებს. ათვისებით კარგად ითვისებს. მეგობრებთანაც უჭირს ურთიერთობა. გავიარეთ ნევროლოგის კონსულტაცია. დაუნიშნეს შიდა ქალის წნევის წამლები, მაგრამ შედეგი არ არის. ამას ისიც ემატება, რომ ოჯახში არ გვაქვს მშვიდი გარემო. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? ვის მივმართო?

ვფიქრობ, აუცილებელია ფსიქოლოგის კონსულტაცია.  თუ ჩვენთან გადაწყვეტთ, შეგიძლიათ, მობრძანდეთ  – ვაჟა ფშაველას 46 ბ  ან დამირეკოთ,   საკონტაქტო ნომრები დევს საიტზე.

Top Footer