გამჭვირვალე უფროსები

‘გამჭვირვალე უფროსები’

PostHeaderIcon გამჭვირვალე უფროსები (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

მშობლებს ხშირად ვეუბნები,  თუ გსურთ თქვენს შვილებს  არ ჰქონდეთ

პრობლემები, მოაგვარეთ პირადი  პრობლემები მეთქი.

ზოგს უკვირს კიდევაც, თუ რა კავშირშია  ეს ყველაფერი ერთმანეთთან.

ასეთ დროს ,,თვალსაჩინოებისთვის’’  ვამატებ ხოლმე,  რომ უფროსები

გამჭვირვალეები ვართ :-) და მშობლები  უფრო გაოცებულები რჩებიან, მაგრამ

ყველაფერი გასაგები ხდება, როცა ვუხსნი, თუ  როგორ ხედავენ ანუ

გრძნობენ, აღიქვამენ და იზიარბენ ბავშვები მათ  მთელ შინაგან სამყაროს.

თანდთანობით მშობლები ეჩვევიან თავიანთ  გამჭვირვალეობას :-) და

უფრო და უფრო ცდილობენ  იმუშაონ სკუთარ თავზე.

ახლა კი  მინდა, მოგიყვეთ საკუთარი გამჭვირვალეობის შესახებ.

ვმუშაობ 3 წლის ანასტასიასთან.  ბავშვს ეშინია  თოვლის ბაბუის.

(ცოტათი გადავუხვევ და ვიტყვი, რომ კარგი იქნება, თუ ,,ჯამბაზები’’ და

,,თოვლის ბაბუები’’ უფრო  ფრთხილად იმოქმედებენ და არ

შეაშინებენ ბავშვებს).

რამოდენიმე სეანსის შემდეგ, როცა ანასტასია უკვე მზად იყო თოვლის

ბაბუასთან შესახვედრად,  ისიც  გვესტუმრა  და ყველაფერმა მშვიდად

ჩაიარა. შემდეგ შეხვედრაზეც უნდა მოსულიყო, მაგრამ  ვერ ვიპოვე ის,

ვისაც უნდა ჩაეცვა კოსტიუმი. შემოვედი დაბნეული,  არ ვიცოდი

დავლოდებოდი იმ ადამინს, თუ  მეთქვა ბავშვისთვის, დღეს ვერ

მოვა თოვლის ბაბუა მეთქი. რამოდენიმე წამი გაგრძელდა ჩემი ასეთი

შინაგანი ყოყმანი და უცებ მეუბნება,  3 წლის ბავშვი – თუ პასუხი არ

გაქვს,  მე წავალ – . რაღა დაგიმალოთ და ჩემს გაოცებას არ ჰქონდა

საზღვარი,  ჩემს წინ იდგა ადამიანი, პიროვნება,

რომელმაც ჯერ იგრძნო, დაინახა ჩემში რაც ხდებოდა, მე მართლა

არ მქონდა პასუხი,  მერე მიიღო გადაწვეტილება, თუ როგორ უნდა

მოქცეულიყო და ეს ყველაფერი ასე ჩამოაყალიბა.

ამბავი  ასე დამთავრდა – მე ,,იძულებული”გავხდი ისევ ავსულიყავი

,,ჩემს სიმაღლეზე” ანუ, როცა  იცი  რას აკეთებ  და ანასტასიაც დარჩა.

————————————————————————————————————————————————

Share

Top Footer