ვედრება

‘ვედრება’

PostHeaderIcon ვედრება (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

ოთხი  წლის ანდრიას  ჰქონდა სიმორცხვის, შებოჭილობისა და დედასთან

მიჯაჭვულობის პრობლემა. ბავშვი  ხშირად ტიროდა და ჭირვეულობდა.

ერთ – ერთ შეხვედრაზე  დედამ  იგი ასე დაახასიათა – ჩემი შვილი

მორცხვია, გაუბედავი, ჭირვეული და  დაბალიო. მან ნამდვილად იცოდა,

რომ ვერ დავეხმარებოდი ბავშვს სიმაღლეში გაზრდაში, უბრალოდ თქვა

ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა. მეც არ დავაყოვნე და ვუთხარი,

აბა კარგად მოუსმინეთ თქვენს შვილს, მგონი რაღაცას გევედრებათ მეთქი.

დედა დაიბნა, მე კი გავაგრძელე, იგი კომპლექსების ენით გთხოვთ,

მიიღოთ ისეთი როგორიც არის მეთქი.

ანდრიას  დედას სულ რამდენჯერმე დასჭირდა მოსვლა. მას უყვარდა შვილი,

ქვეყანას ერჩივნა, უბრალოდ, რაღაც მიზეზთა გამო, უჭირდა მიეღო იგი

უპირობოდ. როცა დედა  მოერია ამ ,,რაღაც მიზეზებს’’, შვილის

სიმორცხვის, გაუბედაობისა და ჭირვეულობის ,,წამალიც”,  მალევე იპოვა.

————————————————————————————————————————————————

Share

Top Footer