სხვადასხვა - Basti Bubu

სხვადასხვა

PostHeaderIcon 12 წლის ნანუკა

მაქვს პარალელური სამყარო, რომელიც ჩემს გონებაშია. იქ მყოფ პერსონაჟებს ველაპარაკები და თან  დავდივარ ოთახებში. დედა ამაზე მეჩხუბება და რა ვქნა? :(

ნანუკა, წარმოსახულ სამყაროში უყვართ ბავშვებს ცხოვრება. შენ ალბათ ძალიან განვითარებული წარმოსახვა გაქვს. დედას უთხარი, რომ ჩხუბს აზრი არ აქვს და სულ არ არის ასჭირო.  კარგი იქნება თუ ფსიქოლოგთან მიგიყვანს.   იქნებ მერე ზღაპრები დაწერო იმ  პარალელურ სამყაროზე…მგონი საინტერესო იქნება :)


PostHeaderIcon 12 წლის ქეთი

გამარჯობათ! მასწავლებლმა რაღაც დამავალა. მე რაღაც შემეშალა, რის გამოც მითხრა, რომ აღარ მენდობა. ძალიან ვნერვიულობ. არ ვიცი რა ვქნა. გთხოვთ, დამეხმარეთ.

რადგან ასე განიცდი, ე.ი. მასწვლებელის დავალება არ იქნებოდა შენთვის უმნიშვნელო. შეცდომისგან კი არავინაა დაზღვეული. მთავარია, შენი შეცდომის მიზეზს მიხვდე და სხვა დროს აღარ დაუშვა.

რაც შეეხება მასწავლებლის რეაქციას, შეიძლება მეტად მკაცრია, მაგრამ ცხოვრებაში ისე არ ხდება, რომ ზუსტად ის პასუხი მიიღო ყოველთვის ყველასგან რასაც იმსახურებ. ალბათ ვერც შენ შეძლებ ყოველთვის ყველას შესაბამისად უპასუხო. მთავარია,  შენ იცოდე, თუ რას იმსახურებ და რას არა და ზოგჯერ, როცა ჩათვლი საჭიროდ,   მოითხოვო კიდევაც  დამსახურებისამებრ მოგექცნენ.

შეგიძლია, მიხვიდე მასწავლებელთან და უთხრა, თუ როგორ განიცდი მის სიტყვებს და ისიც აუხსნა, თუ რატომ შეგეშალა, რა იყო მიზეზი.


PostHeaderIcon 13 წლის თეა

როცა რაიმე გტკივა, ყურადღება გადააქვთ სხვა რამეზე. გამიგონია, ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა. როგორ აიხსნება ეს?

გააჩნია ტკივილს, მნიშვნელობა აქვს ფიზიკურია იგი, თუ სულიერი. რა სიძლიერის არის და ა.შ.  სულიერი ტკივილისას, რა თქმა უნდა, ყურადღების სხვა რამეზე გადატანა თუ მოხერხდა, ეს კარგია, ადამიანი იგრძნობს შვებას და თანაც ამასობაში დროც გავა… დრო კი ნებისმიერი წუხილის მკურნალია. ფიზიკური ტკივილსაც(თუ ასატანია) შველის, გარკვეულწილად, ყურადღების გადატანა, მაგრამ უფრო ემოციებით თუ დაიტვირთება ადამიანი. ძლიერი ემოციური მდგომარეობისას ორგანიზმი თითქოს მოიმართება რაღაცისკენ, ემზადება რაღცისთვის(მაგალითდ, როცა შეეშინდება, რომ  გაიქცეს) და რომ უფრო ადვილად იმოქმედოს  მგრძნობელობა უქვეითდება. ასეთ დროს კი ტკივილს ნაკლებად გრძნობ.

PostHeaderIcon 12 წლის ანანო

როდესაც ადამიანი ფიქრობს თვის მოკვლაზე, როგორ უნდა მოიშოროს ეს ფიქრები?

ანანო, ასეთ დროს აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება და თავად ადამიანის სურვილი  მოიშოროს მსგავსი ფიქრები.  თუ როგორ,   ეს უკვე იმ კონკრეტული ადამიანის სიტუაციასა  თუ პრობლემებზეა დამოკიდებული.

PostHeaderIcon მარის შეკითხვა

რატომ უყვართ ბავშვებს რეკლამების ყურება?

რეკლამის  მიზანია მიიპყროას ყურადღბა, ადამიანი მოაქციოს შთაბეჭდილებების ქვეშ. იყოს დამახსოვრებადი.   ამ მიზნების მისაღწევად კი  ხშირად იყენებენ  მკვეთრ კადრებს,  ხდება აუდიოვიზუალური  სპეცეფექტების სწრაფი ცვლა, რაც განსაკუთრებით  მოსწონთ ბავშვებს; მაგრამ  ხშირმა ყურებამ, იმავე მიზეზის გამო,  შეიძლება გამოიწვის  ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობა, გაღიზიანებულობა, უძილობა.

ამასთანავე  რეკლამეისთვის დამახასიათებელია  ორიენტაცია მზა გადაწყვეტილებებზე,  რაც   უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ინტელექტუალურ გავნვითრებაზე.

PostHeaderIcon ირინას შეკითხვა

ჩემი გოგონა წლისა და რვა თვისაა და პამპერსს ვერ გადავაჩვიე. მირჩიეთ, როგორ გადავაჩვიო?

ფაქტიურად პამპერსის გადაჩვევა, ანუ ტუალეტის შეჩვევა,  ნიშნავს ინსტიქტური იმპულსების კონტროლს. მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით ასწავლით ბავშვს გააკონტროლოს  მოთხოვნილებები.

დაუშვებელია წარუმატებელობისთვის დასჯა, ჩხუბი, გაღიზიანებული ტონი. რა თქმა უნდა, არც ნებაზე მიშვება შეიძლება. წაახალისეთ ბავშვი სასურველი ქცევისთვის, მცდელობისთვის. აუცილებლია, თანმიმდევრულად მისდიოთ ამ პრინციპს.

PostHeaderIcon 9 წლის ნინი

ველოსიპედს ვერ ვიკავებ და რა ვქნა?

ალბათ იმიტომ, რომ ჯერ იმდენი არ გივარჯიშია რამდენიც საჭიროა. შეეცადე მოიკრიბო ნებისყოფა და მეტი ივარჯიშო და აუცილებლად ისწავლი ტარებას და ალბათ იცი, რომ თუ ერთხელ ისწავლე   არასოდეს  დაგავიწყდება.

გვერდი: 2 -- 2«12Top Footer