თინეიჯერი - Basti Bubu

თინეიჯერი

PostHeaderIcon 10 წლის ნინიკო

იცით, ქალბატონო ემა, მე წავიკითხე თქვენი პასუხი…მე ვებრძვი მას, სიზმარშიც კი მესიზმრება, მაგრამ თქვენი რჩევის მიხედვით ვკეთებ ყველაფერს და ვჯობნი  მას. უღრმესი მადლობა :* : * : *: *

მიხარია, თუ დაგეხმარე :)

PostHeaderIcon 7 წლის ნინო

კითხვა მიყვარს ძალიან

ეს ძალიან, ძალიან, ძალიან  კარგია * *  * * * მიხარია :)

PostHeaderIcon 13 წლის თიკო

გამარჯობათ!  რა უნდა გავაკეთო, რომ ყველა ბავშვი კარგად მექცეოდეს? ასე კი არის, მაგრამ მე მინდა, რომ უფრო კარგი ვიყო და ეს რითი გამოვასწორო ? ?

უფრო კარგი რომ იყო, ჯერ როგრიც ხარ ისეთი უნდა გიყვრდეს საკუთარი თავი და პატივს სცემდე. მერე შეიძლება იმაზე ფიქრი, თუ  როგორ გახდე უკეთესი  და რომ იცოდე,  ვინც ამაზე ფიქრობს, ის გზებსაც პოულობს და შენც იპოვი.

ბავშვებს რაც  შეეხება, როგორიც არ უნდა იყო შენ, ყველა კარგად ვერ მოგექცევა, ეს უნდა იცოდე, რადგან საერთოდ ადამანები, დიდები იქნებიან თუ პატარები,   არ არიან  იდეალურები, ისინი არიან უბრალოდ ისეთები, როგორებიც არიან. ამიტომ ხან ეშელბათ ხოლმე, ხან არა, როგორც შენ შეიძლება შეგეშალოს და ვღაცას დაუმსახურებლად მოექცე.

PostHeaderIcon 17 წლის ზუკა

გამარჯობათ! მახასიათებს ასეთი რამ – დიდ ყურადღებას ვაქცევ წვრილმანებს და უმნიშვნელო რამეებზე  ბევრს ვნერვიულობ. როგორ დავაღწიო ამას თავი?

კარგია 17 წლის ასაკში, რომ უკვე გაგიჩნდა აზრი და სურვილი ნაკლები ყურადღება მიაქციო წვრილმანებს და უმნიშვნელო რამეებს.  საერთოდ ადამიანები ცოტა გვიან ხვდებიან ამას, როცა უკვე დიდი დრო და ენერგია აქვთ დახარჯული  და გული წყდებათ ხოლმე(თუმცა მათი მისამართით მინდა ვთქვა, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :) ).

წვრილმანები უნდა გაითვალისწინო, რადგან უბრალოდ ყოფას  მოქავს ეს ყველაფერი, მაგრამ პარალელურად უნდა სცადო და მოახერხო სამყაროს, ცხოვრების მთლიანობაში აღქმა და არ დარჩე ფრაგმენტული, ვიწრო  აღქმის დონეზე. ანუ, იფიქრო ხოლმე უფრო ზოგადად და არ მიეჯაჭვო ვინმეს, ან რამეს. შენი კონკრეტული შემთხვევა განაზოგადე ხოლმე, მაგალითად, ვინმე თუ  მოგექცა არასათანადოდ, შეგიძლია იფიქრო, რომ ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვას, რომ ურთიერთობები არ არის მარტივი, რომ შენს ცხოვრებაში ბევრი სხვა რამეც ხდება ამ კონკრეტული შემთხვევის გარდა და ა.შ. ასეთი ხედვა შეცვლის შენს დამოკიდებულებას უმნიშვნელო მოვლენებისადმი და წვრილმანებიც ნაკლებად შეგაწუხებენ.

PostHeaderIcon 9 წლის კესო

მე დაკომპლექსებული ვარ. კარგი სმენა მაქცს. ამას პატარაობაში ბევრი მეუბნებოდა. ახლა ცოტა გავიზარდე და შევედი მუსიკალურ სკოლაში. იქ სმენა გამომისწორდა(ასე მეუბნება ყველა). მე არ მჯერა და როცა ვიღაცა მთხოვს წავიმღერო, ვჩუმდები. რა ვქნა? კიდევ მიკეთია  სათვალეები და ვცდილობ უფრო არ გავიკეთო ხოლმე, რადგან მეშინია ვინმემ არ დამცინოს.

კესო, ჯერჯერობით ნუ იფიქრებ სხვების თხოვნების შესრულებაზე.  თუ შენთვის სიამოვნება მოაქვს სიმღერას, იმღერე იქ და იმ დროს სადაც და როდესაც სურვილი გაგიჩნდება. თუნდაც მარტო. თუ კი სურვილი არ გექნება არ იმღერო არსად და არავისთან. შენ თუ სიმღერის ნიჭი გაქვს, იგი იმდენს იზამს, რომ თანდათანობით, თავისთავად მსმენელთან კონტაქტს დაგამყარებინებს.

სათვალეებს რაც შეეხება, აუცილებლად გაიკეთე, რომ მხედველობასთან დაკავშირებული  პრობლემები არ გაგიმწვავდეს(თუ ასე მოხდა ისინი ვერაფრით დაგეხმარებიან, ვისი გულისთვისაც მას იხსნი). ისე,   რომ იცოდე,  ეს შენ გგონია, რომ შენს სათვალეს დაუწყებს ყველა ყურებას, თორემ სინამდვილეში ადამიანებს საკუთარი პრობლემები უფრო აღელვებთ და შენ სათვალით ივლი, თუ უსათვალოდ ნაკლებად ადარდებთ დ აინტერესებთ.

PostHeaderIcon 12 წლის სალი

გამარჯობათ! მე სალი ვარ. ვსწავლობ 10 ქულებზე. მივიღე 8 და ვნერვიულობ, თან მგონია, რომ შემდეგ ორ ტესტშიც ამდენივეს მივიღებ და გული მისკდება. გთხოვთ, დამეხმარეთ. წინასწარ დიდი მადლობა.

გამარჯობა სალი.  ძალიან კარგია რომ სწავლობ მაღალ ქულებზე, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი შენთვის საკუთარი თავი უნდა იყოს. არ უნდა დაუშვა, რომ ასე, მეტისმეტად  დამოკიდებული იყო შეფასებებზე.  ამასთანავე  ნერვიულობა  ხელს შეგიშლის ღირებული ცოდნის შეძენაში. ღირებულ( მნიშვნელოვანი, საჭირო ) ცოდნას მაშინ იძენს ბავშვი, როცა საგანი აინტერესებს და პირველ ყოვლისა, სწავლობს იმისთვის, რომ იცოდეს და არა ქულები დააგროვოს. ასე მიღებული ცოდნა, მერწმუნე, მაღალ ქულებს თავისთავად მოგიტანს.

PostHeaderIcon 15 წლის თეკლა

როგორ არიან ამ ასაკის გოგონებთან ამავე ასაკის ბიჭები განწყობილები? ანუ 15 წლის? წინასწარ დიდი მადლობა.

ამ ასაკში ბიჭები ჯერ კიდევ საკუთარი თავის შეცნობით არიან დაკავებულები, თუნდაც ამ კუთხით, მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,  თუ გოგოები რას ფიქრობენ მათზე. აქვთ ლტოლვა, ემოციები გოგოების მიმართ, მაგრამ ხშირად არ იციან როგორ მოიქცნენ, მაგალითად, ზოგჯერ გრძნობებს აგრესიით გამოხატავენ, ან კიდევ გაურბიან იმ გოგოს, რომელიც მოსწონთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა ასე იქცევა, რადგან ასაკის თავისებურებები ერთია და პიროვნული მახასიათებლები მეორე. შეიძლება 15 წლის ასაკში ბიჭი განსხვავებულად  იქცეოდეს, ვიდრე მისი თანატოლები,  მისი ხასიათის ნიშნის შესაბამისად.  ამდენად ყველას ერთ ჭრილში  ვერ განვიხილავთ.

გვერდი: 2 -- 5« პირველი...«23»...ბოლო »Top Footer