ამბები ( საჭიროებისამებრ სახელები შეცვლილია) - Basti Bubu

ამბები ( საჭიროებისამებრ სახელები შეცვლილია)

PostHeaderIcon წერტილა (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

10 წლის ნინის ჰქონდა ასეთი ნევროზული სიმპტომი -

ამბობდა, რომ მასში ზის რაღაც, რომელიც დიდ ადგილს

იკავებს და ბრძანებებს იძლევა. ბავშვი მას აურას ეძახდა.

მუშაობის შედეგად, როცა შემცირდა აურას ,,ზომები”,

მას წერტილა დაარქვა :-) .

————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon საცოდავი თოჯინები (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

5 წლის მარი, რომელსაც დედა ფიზიკურად სჯიდა,

სასტიკად ეპყრობოდა თოჯინებს – სცემდა, თმებს

აწიწკნიდა  . . .  დედას მოუხდა მის მიმართ დამოკიდებულებისა

და ქცევის შეცვლა. შესაბამისად ბავშვი საგრძნობლად შეიცვალა

და ,,რაც მთავარია, ამოისუნთქეს” თოჯინებმა – მარიმ მათ

მიმართ აგრესიის გამოვლენა შეწყვიტა.

————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon მინდვრის ყვავილი (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

6 წლის კესომ პირველ შეხვედრაზე მინდვრის ყვავილი მაჩუქა.

ვუთხარი, რომ წიგნში ჩავდებდი და შევინახავდი. მერე ყოველ

მოსვლაზე მეკითხებოდა, ხომ არ დამიკარგავს და მთხოვდა მეჩვენებინა.

იმისათვის, რომ წარმატებით გამევლო ,,შემოწმებები” და ყვავილი არ

დამვიწყებოდა, კესოსთან შეხვედრის დღეებს ყვავილის დღეები დავარქვი.

ერთხელაც, რაღაც კონტექსტში, ვახსენე ყვავილის დღე და იქვე მყოფი

ერთი ჩემი ხანშიშესული ნაცნობი, რომელიც არ იყო გარკვეული საქმის

ვითარებაში, მეუბნება – ჩვენ დროს რომ არ იყო ვალენტინობა და

მისთანები, ვერ ვცხოვრობდით თუ ?! . . .

ახლა კიდევ ყვავილის დღე . . . რა საჭიროა ამდენი ნაძალადევი

ზეიმები – მომეწონა ეს ისტორია და რამდენჯერმე მოვყევი, მათ

შორის კესოს დედასთანაც. კესოც გვისმენდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

შემდეგ ვიზიტზე კიდევ ერთი მინდვრის ყვავავილი

მოიტანა და მითხრა, იმ ქალისთვის გადამეცა.

უფროსებიც ასე რომ ვუდგებოდეთ ურთიერთობებს,

ალბათ ნაკლები პრობლემები გვექნებოდა.

————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon ძველი ნახატი (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

5 წლის სანდრო ხატვისას იყენებდა მუქ ფერებს. დროთა

განმავლობაში ღია ფერები გაჩნდა მის ნახატებში.

ერთხელაც ნახა თავისი ერთ – ერთი ძველი ნახატი.

არ მოეწონა. იგი ხომ მის ახლანდელ განწყობას აღარ შეესაბამებოდა.

ამ შეუსაბამობამ ეტყობა შეაწუხა და გამოსავალი ასე

იპოვა – ძველი ნახატი გვერდზე გადადო და ჩაილაპარაკა,

ეს რომ დახატა, მაშინ სიცხე ჰქონდა, თან არც მეტი,

არც ნაკლები, ზუსტად 100 გრადუსი :-) . ————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon თვითმფრინავობანა (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

4 წლის ნიკოლოზს  ჰიპერაქტიურობის პრობლემა ჰქონდა.

ასეთ დროს ვთამაშობთ ხოლმე  ჯარისკაცობანას, მანქანობანას . . .

(გასაგები, რომ იყოს დაახლოებით რას ვაკეთებთ, მოკლედ ვიტყვი -

ჯარისკაცობანას თამაშისას ვაჩვევ ინსტრუქციების შესრულებას;

მანქანობანას თამაშისას კი,  მანქანის  იდენტიფიკაციას ვახდენთ

სხეულთან  და მძღოლისას  ნებასთან).

მოკლედ,  დიდხანს ვითამაშეთ ეს თამაშები, განსაკუთრებით

მანქანობანა, სანამ კარგი  ,,მძღოლი”არ გახდა და ქცევის მართვა არ ისწავლა.

ამდენად,  მუშაობა უნდა დამესრულებინა და ბოლო ვიზიტისას  ვეუბნები,

ჩვენ მოვრჩით  მანქანობანას თამაშს  მეთქი. ნიკოლოზს ეტყობა ეს არ

მოეწონა და თვითმფრინავობანას თამაში შემომთავაზა.

ასე განვვითარდით ტექნიკურად :-) .

————————————————————————————————————————————————

Share

PostHeaderIcon შეცდომის უფლება (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

3 წლის ანას ჰქონდა სიმორცხვის, შებოჭილობის  პრობლემა.

ბავშვი უმეტესად ჩუმად იყო.

ერთხელაც სათამაშო ცხოველებს ვალაგებდი ყუთიდან და მისთვის

დაძაბულობა რომ მომეხსნა, ვიფიქრე,  დასახელებები არასწორად მეთქვა,

იქნებ  მოსწონებოდა. დათვზე ვთქვი ბაყაყია მეთქი, მელიაზე სპილოა

თქო და ასე გავაგრძელე.  თნდათანობით გახალისდა ანა.

დაიწყო სიცილი, შეცდომების გასწორება.  შემდეგ როლები შევცვალეთ.

მოკლედ, ავხმაურდით მეტისმეტად.

დედამ ეტყობა ვეღარ გაუძლო ცდუნებას და შემოიხედა.

ანას  სახე შეეცვალა და  ეუბნება -  არ შემეშალა . . . ვითომ ვამბობ.

ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ანას დედიკოს მოუხდა მისდამი

დამოკიდებულების შეცვლა.

ანას ახლა უკვე  უფლება აქვს, რამე შეეშალოს და ისიც უფრო

თამამი და თავისუფალია.

————————————————————————————————————————————————

Share

გვერდი: 2 -- 2«12Top Footer