PostHeaderIcon ნინოს შეკითხვა

ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, ბავშვს არ სძინავს გვიანობამდე. ხანდახან 3-საათამდეც კი. რა გავაკეთო? მირჩიეთ. არ გაჭრა არც მუქარამ, არც მოფერებამ.

ბავშვებში უძილობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.  ზოგჯერ მათ ეშინიათ, რომ რაიმე საინტერესო გამორჩებათ ძილის დროს, ზოგჯერ უბრალოდ გაღიზიანებულები არიან მეტისმეტი შთბეჭდილებებით, რასაც იწვევს ჭარბი ინფორმაციული ნაკადი, რომელიც  ასტიმულირებს თავის ტვინს. ასევე უძილობა შიძლება გამოიწვიოს ასაკისთვის შეუსაბამო დღის რეჟიმმა, არა მშვიდმა, ხმაურიანმა გარემომ, ოჯახში არსებულმა დაძაბულობამ.

საღამოს  სასიამოვნო რიტუალები, კეთილი ზღაპრები, მშვიდი მუსიკა, ფუმფულა საყვარელი სათამაშო  და რაც მთავარია მშობლის დადებითი,  მშვიდი განწყობა  დაეხმარება ბავშვს მშვიდად დაძინებაში. დასაძინებლად დაწოლა უნდა იქცეს  საყვარელ და სანატრელ რიტუალად მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც.

სასურველია ბავშვმა  თვითონ მიიღოს მონაწილეობა საძინებლის, საწოლის ლამაზად მოწყობაში.  კარგი იქნება ასევე თუ იგი  თვითონ გააკონტროლებს ძილის დროს– უნდა დააფიქსიროთ, უთხრათ, რომ უკვე საღამოა;  საღამო–ეს ობიექტური ფაქტია, რომელიც არ საჭიროებს განხილვას;  შეგიძლიათ უყიდოთ სპეციალური საათი, სადაც დრო ექნება დანიშნული საღამოს მშვიდი თამაშებისთვის, შემდეგ საღამოს პროცედურებისთვის და ძილისთვის.

შეეცადეთ,  სახლში იყოს მშვიდი გარემო, გამორთეთ კაშკაშა შუქები…რაც მთავარია ბავშვმა უნდა იგრძნოს სიყვარული და სითბო. შეეცადეთ,  ეს დრო ორივემ სასიამოვნოდ გაატაროთ.  ძილის წინა პერიოდი ძალიან ხელსაყრელი დროა სასაუბროდ. საუბარი უნდა დაიწყოთ თქვენ, მთავარია იყოთ  გულწრფელი და  ხელს არავინ გიშლიდეთ. ბავშმა უნდა იგრძნოს, რომ ეს თქვენთვის ძლიან მნიშვნელოვანია. ესაუბრეთ მონოტონური, მშვიდი ხმის ტემბრით. შეგიძლიათ ხვალინდელი დღე დაგეგმოთ – რას შეჭამს, რას ითამაშებს…ან გასული  დღე გაიხსენოთ,  თუ როგორ ჩიარა…ან მოუყვეთ ზღპარი..უმღერეთ ან ჩაურთეთ მშვიდი მუსიკა…ერთდ დააძინეთ მისი სყვარელი სათმაშო…

ზოგჯერ ბავშვისთვის საკმარისი არ არის ასეთი ურთიერთობა და მას შეიძლება სურდეს მშობლის შეხება. მსუბუქი მასაჟი აუცილებლად დაეხმარება მას დაძაბულობის მოხსნასა და დამშვიდებაში.

დამშვიდობების დრო  უნდა გახდეს სასიამოვნო წამები. მშობელი არ უნდა იბრძოდეს  ოთახიდან გასვლის უფლების მოსაპოვებლად.  ბავშვშმა არ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ ჩქარობთ გასვლას…თუ გთხოვთ კიდევ დარჩენას,  დარჩით, მაგრამ შეუთანხმდით, რომ ცოტა ხანში გახვალთ, კარგია, თუ ზუსტ დროს დაასახელებთ. სიტყვა აუცილებლედ შეასრულეთ. ბავშმა უნდა დაინახოს, რომ თქვენ სერიოზულად ეკიდებით ამ საქმეს და მას.


Top Footer