PostHeaderIcon ლიკას შეკითხვა

მყავს 3 წლისა და 1 თვის გოგო. ძილის დროს იყენებს მატყუარას. ერთი ათი დღეა გადავაჩვიე. თავისი ხელით გადააგდო, მაგრამ ძალიან უჭირს დაძინება და როცა სძინავს მაშინაც შეწუხებულია და წრიალებს ლოგინში. იქნებ მირჩიოთ რამე. მადლობთ

მატყაურა მისთვის ძილის თანხმლები რიტუალი იყო. შფოთვა მოეხსნება,  თუ ძილის წინ სხვა რიტუალი ექნება. ჩაანაცვლეთ მატყუარა თქვენი სიახლოვით, მეტი სითბოს გამოვლენით, რბილი სათამაშოთი, ზღაპრებით, მშვიდი მუსიკით…ძილში შფოთვისას   დაამშვიდეთ უბრალოდ  შეხებით. სასურველია, თუ პერიოდულად შეხება რიტმული იქნება(მაგალითად მხარზე  ხელი შეახეთ რიტმულად, თუ რამე მელოდიასაც წაიმღერებთ უკეთესია).  წოვის რეფლექსი, როგორც რიტმული აქტი, უფრო ადვილად დაიძლევა ასევე რიტმული მოქმედებების ჩანაცვლებით. ამიტომ კარგი იქნება,  თუ დაძინებამდე,  მაგალითად,  იხტუნავებს სახტუნაოთი, იცეკვებს, იქანავებს საქანელაზე…


Top Footer