PostHeaderIcon 14 წლის თინი

ერთი ბიჭი მყავდა შეყვარებული. დავშორდით დიდი ხნის წინ, მიზეზების გამო. ახლაც მაგრად მიყვარს. რა ვქნა?

რთულია, როცა შეყვარებული ხარ, ემოციებს დააღწიო თავი და იფიქრო, მაგრამ თუ ასე მოიქცევი ნაკლები პრობლემები გექნება. კარგად დაფიქრდი თქვენი დაშორების მიზეზებზე… კარგი იქნება, თუ ამ თემაზე ისეთ ადამიანს(ადამიანებს) დაელაპარაკები, ვისაც ენდობი და შეეცადე გაარკვიო, აზრი აქვს თუ არა შერიგებას, ან შესაძლებელია თუ არა. თუ კი, მაშინ იფიქრე რა გზით. თუ არა, მაშინ ჯობია სინამდვილეს გაუსწორო თვალი და შეეცადო მის დავიწყებას –– შენს გრძნობებს დააკვირდი და აღწერე; შეეცადე ის ბიჭი რეალურად შეაფასო, ამას იმიტომ გირჩევ, რომ სიყვარული ხშირად საყვარელი ადამიანის პლიუსებს აზვიადებს, ხოლო მინუსები შეუმჩნეველი რჩება. შენს თავში კი, პირიქით, მოძებნე დადებითი მხარეები და მათზე ხშირად იფიქრე; ასევე შეეცადე,  მეტად იურთიერთო მეგობრებთან; კარგია ახალი კონტაქტები.


Top Footer