PostHeaderIcon სოფოს შეკითხვა

გამარჯობათ, ჩემი ბიჭი 6 წლისაა და წელს წავიდა სკოლაში. ჯერ-ჯერობით ყველაფერი ესმის, მაგრამ როგორც კი რამე არ გამოუვა, ძალიან ნერვიულობს, ტირის და იძაბება.სულ ვამშვიდებ, მაგრამ მაინც მეშინია, გული არ აიცრუოს სკოლაზე, მით უმეტეს რომ ჯერ ახალი დაწყებული აქვს სწავლა. რამეს ხომ არ მირჩევდით?წინასწარ გიხდით მადლობას.

აუცილებლად გაატარეთ მეტი დრო თქვენს ბიჭთან ერთად. შესთავაზეთ ერთად მეცადინეობა. ოღონდ ამას ნუ მისცემთ ისეთ ფორმას, რომ ეხმარებით. უთხარით, რომ თქვენც ძალიან გაინტერესებთ მისი გაკვეთილები. მე მგონი, თვითონაც გაუხარდება. გარდა სასკოლო დავალებებისა მოუძებნეთ საინტერესო სასწავლო მასალა (ასაკის შესაფერისი, რა თქმა უნდა) და ერთად იკითხეთ, ათვალიერეთ, ხატეთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ჩვენი საიტის თამაშები, ან გასაფერადებელი ნახატები. თუ რამე არ გამოსდის, წაეშველეთ. როცა გვერდით იქნებით, ნაკლებად ანერვიულდება და ნაკლებად დაიძაბება.



დატოვეთ კომენტარი

Top Footer