სიყვარული - Basti Bubu

სიყვარული

PostHeaderIcon 14 წლის ანანო

არსებობს ჩვენს ასაკში სიყვარული?

საერთოდ არსებობს თუ არა სიყარული,  ამაზე, დარწმუნებული ვარ,   დადებითი პასუხი გაქვს და მაშინ ვინ დააწესებდა ზუსტ საზღვრებს?  რა თქმა უნდა, არსებობს.

PostHeaderIcon 12 მარი

ერთი ბიჭი მომწონს, მაგრამ რეალურად არ მყავს ნანახი. ისიც მწერს, რომ მომწონხარო. დავუჯერო თუ არა?

მე ვერ გირჩევ დაუჯერო,  თუ არა. გჯეროდეს თუ არა ადამიანის,  ეს ისევ შენ უნდა იგრძნო და გადაწყვიტო, რაც, რა თქმა უნდა, უფრო რთულია  დისტანციიდან, ვიდრე უშუალო ურიერთობისას. თუ სურვილი გექნება, რეალურად ნახო, ნახე და  მეტს შეიტყობ მის შესახებ.

PostHeaderIcon 14 წლის თინი

ერთი ბიჭი მყავდა შეყვარებული. დავშორდით დიდი ხნის წინ, მიზეზების გამო. ახლაც მაგრად მიყვარს. რა ვქნა?

რთულია, როცა შეყვარებული ხარ, ემოციებს დააღწიო თავი და იფიქრო, მაგრამ თუ ასე მოიქცევი ნაკლები პრობლემები გექნება. კარგად დაფიქრდი თქვენი დაშორების მიზეზებზე… კარგი იქნება, თუ ამ თემაზე ისეთ ადამიანს(ადამიანებს) დაელაპარაკები, ვისაც ენდობი და შეეცადე გაარკვიო, აზრი აქვს თუ არა შერიგებას, ან შესაძლებელია თუ არა. თუ კი, მაშინ იფიქრე რა გზით. თუ არა, მაშინ ჯობია სინამდვილეს გაუსწორო თვალი და შეეცადო მის დავიწყებას –– შენს გრძნობებს დააკვირდი და აღწერე; შეეცადე ის ბიჭი რეალურად შეაფასო, ამას იმიტომ გირჩევ, რომ სიყვარული ხშირად საყვარელი ადამიანის პლიუსებს აზვიადებს, ხოლო მინუსები შეუმჩნეველი რჩება. შენს თავში კი, პირიქით, მოძებნე დადებითი მხარეები და მათზე ხშირად იფიქრე; ასევე შეეცადე,  მეტად იურთიერთო მეგობრებთან; კარგია ახალი კონტაქტები.

PostHeaderIcon 15 წლის რუსკა

გამარჯობათ! როდესაც ბიჭი სიყვარულს მიხსნის, მას აღარ ველაპარაკები. როგორ გადავეჩვიო ამ ჩვევას?

ალბათ ასე  არ ფიქრობ, მაგრამ არ არის გამორიცხული,   შინაგანად მიუღებელი იყოს შენთვის   ბიჭისა და გოგოს ურთიერთობები, მათ შორის არსებული სიყვარული.  ასეთ დამოკიდებულებას სხვადასხვა მიზეზები აქვს, ყოველ კონკრეტულ ადამინთან კონკრეტული რამ.  უბრალოდ იფიქრე, რომ ეს სულ არ  არის ცუდი და არაბუნებრივი, არამედ  პირიქით,   რომ ბუნებრივი და მშვენიერია.

ან შეიძლება სიმორცხვისგან გემართება ასეთი რამ. თუ ასეა შეეცადე,  ბიჭთან შეხვედრისას მას დააკვირდე,  თუ როგორ გამოიყურება, როგორ იქცევა… და უფრო თამამად იქნები.

PostHeaderIcon 11 წლის მარი

თაყვანისმცემლები თავს არ მანებებენ და რა ვქნა?

ე.ი. პოპულარული გოგო ხარ :) დარწმუნებული ვარ,  ეს მოგწონს, მაგრამ  ზოგჯერ შეიძლება მართლაც  დამღლელი  იყოს.   ვისი ყურადღებაც გაწუხებს,  უბრალოდ  შენ აღრ   მიაქციო ყურადღება  – ნაკლებად შეხედე, არ გაუღიმო, შენი ინიციატივით არ გამოელაპარაკო, თუ აქეთ გკითხავს ვინმე რამეს მოკლე, კონკრეტული და მხოლოდ აუცილებელი პასუხი გაეცი  ზრდილობის გამო. ზოგს,  ვისთანაც საჭიროდ ჩათვლი,  აუხსენი, უთხარი რომ აფასებ მის  ყურადღებას, მაგრამ რომ შენ  სხვა ინტერესები გაქვს.  

გვერდი: 2 -- 2«12Top Footer