PostHeaderIcon ნათიას შეკითხვა

მყავს 9 წლის ბიჭი და ძალიან ეზარება სწავლა, სულ ვჩხუბობთ და არ მინდა რომ ხელით შევეხო. არის ძალიან ნერვიული.  რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

არცერთი  პრობლემის გადაჭრა არ შეიძლება ჩხუბით, ცემით და მით უმეტეს სწავლის პრობლემის. თან, როგორც ამბობთ,  ბავშვი ნერვიულია. მას უნდა დეხმაროთ სიზარმაცის დაძლევაში. სიზარმაცეს კი მხოლოდ ინტერესის გაღვივივებით  შეიძლება დაუპირისპირდეთ  და სხვა არაფრით. ჯერ კარგად გამოიკვლიეთ, დიახ სწორედ, გამოიკვლიეთ თქვენი შვილის შესაძლებლობები, მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, ბავშვის ინტერესები, დღის რეჟიმი, სასწავლო გარემო და ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ გაარკვიეთ დაცულია,  თუ არა შესაბამისობა. თუ არ არის, როგორმე დაიცავით. ბავშვს მოსთხოვეთ იმდენი რამდენიც შეუძლია. ხშირად მშობლებს უჭირთ იმის აღიარება, რომ მათ შვილს, შეიძლება არ ქონდეს ნიჭი გარკვეული საგნის მიმართ, რასაც სავალალო შედეგებამდეც კი მივყავართ. არ არსებობენ უნიჭო ბავშვები, მთავარია, დავეხმაროთ მათ, სწორი მიმართულებით იარონ.
როგორმე მოძებნეთ ის სფერო, თუ საგანი, რაც მას მეტად აინტერესებს და უპირველეს ყოვლისა, ეს გაითვალისწინეთ. რაშიც ნაკლები მონაცემები აქვს შეაფასეთ მცდელობისთვს, დახარჯული ენერგიისთვის და არა შედეგისთვის.
და რაც მთავარია,  ზოგადად თქვენს შვილთან  ურთიერთობას გაუფრთხილდით, მოექეცით ისე,  როგორც თქვენგან დამოუკიდებელ პიროვნებას, რომელსაც აქვს უფლება ზოგჯერ ჰქონდეს სისუსტეები.  თქვენ, როგორც მშობელი, უბრალოდ უნდა დაეხმაროთ მას  ნაკლოვანებების  დაძლევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია, ეს მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდეს. მერწმუნეთ, ასეთი მიდგომით უკეთეს შედეგს მიიღებთ.


Top Footer