PostHeaderIcon თაკოს შეკითხვა

ნორმალურია თუ არა ბავშვისთვის რომელიც 6 კლასშია ყოველთვის ერთი და იგივე სიზმრის დასიზმრება.

ფსიქოლოგიაში სიზმარი მიეკუთვნება არაცნობიერს, სადაც ილექება განდევნილი სურვილები, შთაბეჭდილებები, შიშები. სიზმარი ყოველთვის მიგვანიშენბს რაღაცას. მასზე ზეგავლენას ახდენს წინა დღის მოვლენები, შინაგანი ფაქტორები, გარე გამღიზიანებლები, ანუ, თქვენი შვილის სიზმარი შეიძელბა იყოს პასუხი რამე გადაუჭრელ პრობლემაზე. აქედან გამომდინარე მნიშნელობა აქვს სიზმრის შინაარს და იმ გარემოს რომელშიც მას სძინავს.

შევეცდებით უფრო კონკრეტული პასუხი მოგცეთ თუ გვეცოდინება ბავშვის სიზმრის შინაარსი. დეკემბრის პირველ დღეებში ფსიქოლოგის შეკითხვები აღდგება და მოგვწერეთ.


Top Footer