PostHeaderIcon 15 წლის სალოს შეკითხვა

რა უნდა ვქნა ნერვიულობისას?

უპირველეს ყოვლისა დაფიქრდი, მართლა მნიშვნელოვანია თუ არა ის, რაც განერვიულებს? იქნებ წვრილმანებზე ღელავ?

თუ ბოლო დროს, (არა რეგულარულად), განერვიულებს წვრილმანები, მაშინ დასვენება და გარემოს ცოტა ხნით შეცვლა გიშველის. მოძებნე ადგილი, სადაც არ იქნება ჩართული ტელევიზორი, არ იქნება ხმაური. ბუნებაში გასვლა ყველაზე კარგია! თუ არ დაუთმობ შენს საკუთარ სულიერ ჯანმრთელობას ცოტა დროს, შეიძლება დიდი ხნით დარჩე წვრილმანების ტყვეობაში.

თუ ნერვიულობა სულაც უმიზეზოა, მაშინ ჯობია, გაესაუბრო ფსიქოლოგს. მე იმედი მაქვს, რომ დასვენება და გარემოს შეცვლა გიშველის.


Top Footer