PostHeaderIcon თეოს შეკითხვა

მყავს ტყუპი 5 წლის ბიჭები. ერთმანეთში ძალიან ცვლიან ხასიათს,ანუ ერთი თუ კარგ ხასიათზეა, მეორე მოწყენილია, ან ერთი თუ აქტიურია, მეორე არა.ერთი თუ თბილად შეხვდება საყვარელ ადამიანს ჩაეხუტება და სითბოს გამოხატავს, მეორე ტყუპისცალი ცივადაა და არ ეკარება არავის. რომ მეკითხებიან რომელი უფრო აქტიურიაო ვერ ვპასუხობ, რადგან ძალიან ცვლიან ხასიათებს.რითი შეიძლება ავხსნათ ტყუპების ესეთი ცვალებადობა?მადლობა წინასწარ.

ტყუპებისთვის ეს დამახასიათებელია და არ არის უჩვეულო. სასურველია, მაინც არ იყვნენ ძლიერ ურთიერთდამოკიდებულნი. როცა საპირისპირო ხასიათს ავლენენ, შეეცადეთ ბავშვების ყურადღება გადაიტანოთ ტყუპისცალის ქცევიდან სხვა რამეზე. დაანახეთ მათ გარშემო არსებული სხვა ადამიანები. ასევე ესაუბრეთ ბავშვებს მათ ქცევაზე. შეეკითხეთ ხოლმე: რატომ აკეთებ ამას? თავად უჩვენეთ ხოლმე ქცევის მაგალითი: მოდი, აბა, ასე გავაკეთოთ…

დარწმუნებული ვარ, რთული პრობლემის წინაშე არ დგეხართ, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია.


Top Footer