პასუხები - Basti Bubu

პასუხები

PostHeaderIcon მარის შეკითხვა

ვერაფრით ვაძინებ ჩემს შვილს, მირჩიეთ რამე.

მსგავს კითხვაზე პასუხი იხილეთ აქ –– http://psycho.bastibubu.ge/?p=1892

PostHeaderIcon ლიკას შეკითხვა

მყავს 3 წლისა და 1 თვის გოგო. ძილის დროს იყენებს მატყუარას. ერთი ათი დღეა გადავაჩვიე. თავისი ხელით გადააგდო, მაგრამ ძალიან უჭირს დაძინება და როცა სძინავს მაშინაც შეწუხებულია და წრიალებს ლოგინში. იქნებ მირჩიოთ რამე. მადლობთ

მატყაურა მისთვის ძილის თანხმლები რიტუალი იყო. შფოთვა მოეხსნება,  თუ ძილის წინ სხვა რიტუალი ექნება. ჩაანაცვლეთ მატყუარა თქვენი სიახლოვით, მეტი სითბოს გამოვლენით, რბილი სათამაშოთი, ზღაპრებით, მშვიდი მუსიკით…ძილში შფოთვისას   დაამშვიდეთ უბრალოდ  შეხებით. სასურველია, თუ პერიოდულად შეხება რიტმული იქნება(მაგალითად მხარზე  ხელი შეახეთ რიტმულად, თუ რამე მელოდიასაც წაიმღერებთ უკეთესია).  წოვის რეფლექსი, როგორც რიტმული აქტი, უფრო ადვილად დაიძლევა ასევე რიტმული მოქმედებების ჩანაცვლებით. ამიტომ კარგი იქნება,  თუ დაძინებამდე,  მაგალითად,  იხტუნავებს სახტუნაოთი, იცეკვებს, იქანავებს საქანელაზე…

PostHeaderIcon ირინას შეკითხვა

ჩემი გოგონა წლისა და რვა თვისაა და პამპერსს ვერ გადავაჩვიე. მირჩიეთ, როგორ გადავაჩვიო?

ფაქტიურად პამპერსის გადაჩვევა, ანუ ტუალეტის შეჩვევა,  ნიშნავს ინსტიქტური იმპულსების კონტროლს. მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით ასწავლით ბავშვს გააკონტროლოს  მოთხოვნილებები.

დაუშვებელია წარუმატებელობისთვის დასჯა, ჩხუბი, გაღიზიანებული ტონი. რა თქმა უნდა, არც ნებაზე მიშვება შეიძლება. წაახალისეთ ბავშვი სასურველი ქცევისთვის, მცდელობისთვის. აუცილებლია, თანმიმდევრულად მისდიოთ ამ პრინციპს.

PostHeaderIcon 13 წლის ბაიას შეკითხვა

როდესაც სახლში მარტო ვარ, ასე მგონია, რომ ჩემს გარდა არის კიდევ ვიღაც. როგორ მოვიქცე?

მოუყევი ამის შესახებ მშობლებს ან ახლობლებს, ვისთანაც გაგიჩნდება მოყოლის სურვილი. როცა მარტო არ იქნები, ნათლად წარმოიდგინე ის(ვინც გგონია) და  შედი მის როლში, ანუ ,,იყავი იგი” და რომელიმე უფროსი(მშობელი ან ახლობელი) იყოს შენს როლში.  შემდეგ შეცვალეთ როლები.  თამაშის ბოლოს,   ის, რისიც გეშინოდა გახადე(შენს წარმოდგენაში) საყვარელი და სასაცილო, ან სულაც გააქრე…ასეთი სქემით ითამაშეთ იქამდე, სანამ შიში არ მოგეხსნება.

გვერდი: 7 -- 7« პირველი...«67Top Footer